პრტენის წარწერა
იერსახე
პრტენის წარწერა — ძველი ქართული წარწერა სტელაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პრტენადან, დაახლოებით, XII-XIII საუკუნეებისა. იგი იპოვა ვ. ცისკარიშვილმა. სტელა ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
წარწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტელაზე ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა:
- † ჲჳ ქე
- ადე
- თმ დ ძე
- მთი ლშა შეწყ ბ
- შნ გრგ კ~ს ძენი
ანუ:
- † ჲესუ ქრისტე
- ადიდე
- თამ[არ] დ[ა] ძე
- მათი ლაშა. შეიწყ[ალენ] ბე–
- შქენ, გიორგ[ი], კჳირიკეს ძენი.
დათარიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვ. ცისკარიშვილი წარწერას 1193–1213 წლებით ათარიღებს, ხოლო გ. ოთხმეზური – 1189–1202 წლებით.
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარწერა საკმაოდ დაუდევრად არის შესრულებული. მასში მოხსენიებული არიან თამარ მეფე და მისი ძე ლაშა-გიორგი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვ. ცისკარიშვილი, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო. თბ., 1959, გვ.66
- კ დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997, გვ. 84