პრტენის წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრტენის წარწერა — ძველი ქართული წარწერა სტელაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პრტენადან, დაახლოებით, XII-XIII საუკუნეებისა. იგი იპოვა ვ. ცისკარიშვილმა. სტელა ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტელაზე ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა:

  1. † ჲჳ ქე
  2. ადე
  3. თმ დ ძე
  4. მთი ლშა შეწყ ბ
  5. შნ გრგ კ~ს ძენი

ანუ:

  1. † ჲესუ ქრისტე
  2. ადიდე
  3. თამ[არ] დ[ა] ძე
  4. მათი ლაშა. შეიწყ[ალენ] ბე–
  5. შქენ, გიორგ[ი], კჳირიკეს ძენი.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. ცისკარიშვილი წარწერას 1193–1213 წლებით ათარიღებს, ხოლო გ. ოთხმეზური – 1189–1202 წლებით.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა საკმაოდ დაუდევრად არის შესრულებული. მასში მოხსენიებული არიან თამარ მეფე და მისი ძე ლაშა-გიორგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. ცისკარიშვილი, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო. თბ., 1959, გვ.66
  • კ დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997, გვ. 84