შინაარსზე გადასვლა

პროლეტარსკის ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროლეტარსკის ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია
პროლეტარსკის ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია — რუსეთი
პროლეტარსკის ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა პროლეტარსკი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1879

პროლეტარსკის ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია (რუს. Церковь Флора и Лавра) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ პროლეტარსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1879 წელს და ამავე წელს აკურთხეს წმინდა მოწამენის, II საუკუნეში მცხოვრები ძმების ფლოროსი და ლავროსის სახელზე.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი პროლეტარსკი.

პროლეტარსკის ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია პირველად ისტორიულ დოკუმენტებში მოხსენიებულია 1879 წელს[1], ამავე წელს აკურთხეს ასევე ეკლესია. ტაძრის მშენებლობის დროს აშენდა მხოლოდ ერთი საკურთხეველი, რომელიც აკურთხეს II საუკუნეში მცხოვრები ადრექრისტიანული წმინდანი ძმების ფლოროსისა და ლავროსის სახელზე.

1955 წელს ფლოროსისა და ლავროსის ეკლესიის შენობა გადააკეთეს და მასში განათავსეს კინოთეატრი „Мир-ი“. მიუხედავად ეკლესიის შენობის რეკონსტრუქციისა, ადგილობრივი ქრისტიანული საზოგადოება განაგრძობდა მოღვაწეობას. მათ თავიანთი სახსრებით შეიძინეს კაზაკების პატარა ქოხი, რომელიც შემდეგ აღადგინეს და მასში სამლოცველო სახლი გახსნეს.

1989 წელს დაიწყო ახალი ეკლესიის მშენებლობა ეკლესიისათვის შესყიდულ ეზოში. მშენებლობა გაგრძელდა ოთხი წლის მანძილზე და დასრულდა 1993 წელს. ამავე წელს ეკლესია აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მიტროპოლიტმა ვლადიმირ საბოდანმა. ეკლესიასთან ასევე გაიხსნა საკვირაო სკოლა[2].

ამჟამად ძველი ეკლესია აღიარებულია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მიმდინარეობს მისი აღდგენითი სამუშაოები[2].

ეკლესიაში დაცულია რამდენიმე სიწმინდე: მოციქულ ბარნაბას ხატი მისი წმინდა ნაწილებით, წმინდა იობ პოჩაევის ხატი, წმინდა ტიხონის - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ხატი, პავლე ტაგანროგელის ხატი[2].

  1. Пролетарск|Церковь Флора и Лавра. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  2. 2.0 2.1 2.2 Храм Мучеников Флора и Лавра, г.Пролетарск | наш приходской сайт. hramflora-lavra.cerkov.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.