პროლეტარსკი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
პროლეტარსკი
Пролетарск
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 46°42′11″ ჩ. გ. 41°43′09″ ა. გ. / 46.70306° ჩ. გ. 41.71917° ა. გ. / 46.70306; 41.71917
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ადრეული სახელები 1925-მდე ველიკოკნიაჟესკაია, 1970-მდე პროლეტარსკაია
ამჟამინდელი სტატუსი 1970
ფართობი 14 კმ²
ცენტრის სიმაღლე 15 მეტრი
მოსახლეობა 19 504 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86374
საფოსტო ინდექსი 347540-347544
პროლეტარსკი (ქალაქი) — რუსეთი
პროლეტარსკი (ქალაქი)
პროლეტარსკი (ქალაქი) — როსტოვის ოლქი
პროლეტარსკი (ქალაქი)

პროლეტარსკი (რუს. Пролетарск) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. პროლეტარსკის რაიონისა და პროლეტარსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1970 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 19 504 კაცს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი პროლეტარსკი მდებარეობს დონის როსტოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 230 კმ-ში, სალსკ-კოტელნიკოვოს საავტომობილო გზაზე.

ქალაქის ერთ ნაწილში გაედინება მდინარე მანიჩი - დონის მარცხენა შენაკადი. ქალაქში მდებარეობს ჩრიდლოეთ კავკასიის რკინიგზის ხაზის სადგური პროლეტარსკაია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ პროლეტარსკის უძველესი ისტორია სათავეს იღებს ბერძენ-სარმატთა, ადრეული შუა საუკუნეების ხაზარების სახაკანოს და დიდი ბულგარეთის პერიოდიდან. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობდა უძველესი დასახლება[1], რომელიც იყო ფორპოსტი კავკასიის სავაჭრო გზაზე.

რაიონის ისტორია მოითვლის სამ საუკუნეზე მეტს. როდესაც დიდი თავადი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ეწვია სლობოდა კარა-ჩალპაკს და 1875 წლის 3 ივლისს მეფემ გამოსცა ბრძანება: „დასუფთავდეს დასახლება კარა-ჩალპაკი და ეწოდოს ველიკოკნიაჟესკაია“. 1915 წლისათვის სტანიცა ველიკოკნიაჟესკაიაში მოითვლინენ 974 კომლს, სადაც ცხოვრობდა 4 900 კაცი და 4 400 ქალი. აქ განთავსდა საოლქო ატამანის სამმართველოც, საოლქო მიწის საბჭო, საოლქო ხაზინა, საავადმყოფო, ბაქტერიოლოგიური სადგური, სტანიცის მმართველობა, ვეტერინალური საავადმყოფო, ორი ეკლესია, რეალური სასწავლებელი, ქალთა უმაღლესი 4-კლასიანი სასწავლებელი, ორი სამრევლო სასწავლებელი, ხელოსანთა სკოლა, ქარხნები: ორი ზეთსახელი, აგურის, სამი ორთქლის, 9 ქარის წისქვილი. ყოველწლიურად 30 იანვარს, აღდგომის კვირის პარასკევს, 29 აგვისტოსა და 1 ოქტომბერს ტარდებოდა ბაზრობები.

ახალი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით 1924 წელს შეიქმნა პროლეტარსკის რაიონი, ხოლო 1925 წელს სტანიცა ველიკოკნიაჟესკაიას ეწოდა პროლეტარსკაია.

1944 წელს რაიონს შეუერთდა ყოფილი კალმიცკის რაიონის ტერიტორიის ნაწილი.

1963 წელს კვლავ გაფართოვდა რაიონი ორლოვის რაიონის ხარჯზე, რომელიც 1965 წელს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყვეს. ამავე წელს რაიონს შეუერთეს სემიკარაკორსკის რაიონის ტერიტორიის ნაწილი.

სტანიცის იუბილესთან დაკავშირებით 1970 წლის 24 ივლისს სტანიცა პროლეტარსკაიას უწოდეს პროლეტარსკი და გახდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქი[2].

2015 წელს ისტორიული სახელის დაბრუნების მიზნით ადგილობრივმა მოსახლეობამ წერილით მიმართა ქალაქის ხელისუფლებას და ოლქის გუბერნატორს[3].

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1875 — ბრძანება, როდესაც კარა-ჩალპაკს ეწოდა სტანიცა ველიკოკნიაჟესკაია.
  • 1878 — ააგეს ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია.
  • 1897 — შეიქმნა უფასო სახალხო ბიბლიოთეკა.
  • 1898 — სტანიცაზე გაიყვანეს ცარიცინ-ტიხორეცკის რკინიგზა.
  • 1900 — სტანიცის მოსახლეობამ შეადგინა 3 114 კაცი.
  • 1911 — აკურთხეს ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია.
  • 1912 — მუშაობა დაიწყო საფოსო-სატელეგრაფო განყოფილებამ. გაიხსნა საავადმყოფო.
  • 1913 — სტანიცაში იმყოფებოდა საოლქო ატამანი ვ. მ. ზოლოტარევი.
  • 1920 — დაარსდა საბავშვო სახლი № 1.
  • 1921 — მოშიმშილე მოსკოვში გაგზავნილი საჩუქრებისათვის ლენინმა მადლობის წერილი გამოუგზავნა ქალაქის მუშებს, ხელოსნებსა და ვლადიკავკაზის რკინიგზის მუშებს. სტანცა გახდა პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი.
  • 1925 — სტანიცას ეწოდა პროლეტარსკაია.
  • 1935 — შეიქმნა ახალი მანქანა-ტრაქტორთა სადგური.
  • 1943 — ომის შემდეგ აღადგინეს რაიონული საავადმყოფო, ამბულატორია, კინოთეატრი, კულტურის სახლი. გაიხსნა ინვალიდებისა და კოლმეურნეების სახლი.
  • 1953 — აღადგინეს რკინიგზის სადგურის შენობა.
  • 1955 — გაიხსნა საბავშვო ბიბლიოთეკა.
  • 1956 — პროლეტარსკის პედაგოგიური სასწავლებლის ბაზაზე ჩამოყალიბდა სკოლა-ინტერნატი, სადაც სწავლობდა 210 ადამიანი[4].
  • 1967 — გაიხსნა ახალი რაიონული კულტურის სახლი, ხალხთა მეგობრობის პარკი, დაიწყო მუსიკალური სკოლის მშენებლობა.
  • 1969 — გაიხსნა კინოთეატრი „Орион“.
  • 1970 — სტანიცა პროლეტარსკაიას ეწოდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქი პროლეტარსკი
  • 1973 — გაიხსნა პროფესიული ტექნიკუმი № 68.
  • 1975 — კულტურის სახლის ცეკვისა და თეატრის კოლექტივმა მიიღო „სახალხო კოლექტივის“ სტატუსი.
  • 1976 — გაიხსნა საავადმყოფოს ახალი შენობა
  • 1977 — გაიხნა პირველი კომუნარების ძეგლი[5].
  • 1979 — პირველი ცხენოსანი არმიის 60 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა ჰიდროპარკი[6] და ცხენოსნის ძეგლი.
  • 1986 — გაიხნა ბავშვთა სამხატვრო სკოლა.
  • 1987 — ჩამოყალიბდა სპორტული კლუბი «სამბო-90». გაიხსნა № 6 საშუალო სკოლა 1176 ბავშვისთვის სპორტული დარბაზით, სასადილოთი და სასწავლო კაბინეტებით აღჭურვილი.
  • 1988 — დაარსდა მე-13 საბავშვო ბაღი
  • 1991 — მუსიკალური და სამხატვრო სკოლის ბზაზე ჩამოყალიბდა ხელოვნების სკოლა.
  • 1993 — აკურთხეს ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია.
  • 1995 — შეიქმნა საფეხბურთო გუნდი „დინამო“.
  • 2006 — კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე გაიმართა არქტექტურულ-საპარკო კომპლექს „Труба“-ს მემორიალური ქვის საზეიმო გახსნის ცერემონია[7].

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პროლეტარსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მოგვითხრობს ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების ისტორიის შესახებ, ასევე კულტურისა და მრეწველობის განვითარებაზე.
  • ცხენოსანი არმიის მუზეუმი.
  • ცხენოსანის ძეგლი[8].
  • ვლადიმერ ლენინის ძეგლი.
  • დიდი სამამულო ომის პერიოდში დაღუპული მეომრების ხსოვნის მემორიალი.
  • პროლეტარსკის ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია, რომელიც აგებულია 1879 წელს[9] და ამავე წელს აკურთხეს წმინდა მოწამენის, II საუკუნეში მცხოვრები ძმების ფლოროსი და ლავროსის სახელზე. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. 1955 წელს ფლოროსისა და ლავროსის ეკლესიის შენობა გადააკეთეს და მასში განათავსეს კინოთეატრი „Мир-ი“. მიუხედავად ეკლესიის შენობის რეკონსტრუქციისა, ადგილობრივი ქრისტიანული საზოგადოება განაგრძობდა მოღვაწეობას. მათ თავიანთი სახსრებით შეიძინეს კაზაკების პატარა ქოხი, რომელიც შემდეგ აღადგინეს და მასში სამლოცველო სახლი გახსნეს. 1989 წელს დაიწყო ახალი ეკლესიის მშენებლობა ეკლესიისათვის შესყიდულ ეზოში. მშენებლობა გაგრძელდა ოთხი წლის მანძილზე და დასრულდა 1993 წელს. ამავე წელს ეკლესია აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მიტროპოლიტმა ვლადიმირ საბოდანმა. ეკლესიასთან ასევე გაიხსნა საკვირაო სკოლა[10]. ამჟამად ძველი ეკლესია აღიარებულია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მიმდინარეობს მისი აღდგენითი სამუშაოები[10]. ეკლესიაში დაცულია რამდენიმე სიწმინდე: მოციქულ ბარნაბას ხატი მისი წმინდა ნაწილებით, წმინდა იობ პოჩაევის ხატი, წმინდა ტიხონის - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ხატი, პავლე ტაგანროგელის ხატი[10].
  • ალექსანდრე ნეველის ეკლესია, რომელიც აგებული იყო 1911 წელს. ეკლესიის სიმაღლე იყო დაახლოებით 70 მეტრი. ეკლესია გაანადგურეს 1936-1937 წლებში. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები[11].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Древние городища реки Маныч
  2. Пролетарск. Пролетарск (2014-02-24). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2014-02-24. წაკითხვის თარიღი: 2014-02-24.
  3. Великокняжеской предлагают вернуть её историческое имя | Газета «МОНАРХИСТ»
  4. История МБОУ гимназия №3 Пролетарск Ростовская область. Пролетарск (1956-08-01). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-12-17. წაკითხვის თარიღი: 2014-02-24.
  5. Памятник Первым Коммунарам. Пролетарск (1977-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2014-02-24. წაკითხვის თარიღი: 2014-02-24.
  6. Памятник первоконникам в честь 60-летия Первой Конной Армии. Пролетарск (1979-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2014-02-24. წაკითხვის თარიღი: 2014-02-24.
  7. Международный Благотворительный Фонд "Меценаты Столетия". Архитектурно-парковый комплекс "Добрый Ангел Мира". Пролетарск, закладка Памятного Камня. Пролетарск (2006-06-26). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-09-29. წაკითხვის თარიღი: 2006-06-26.
  8. Памятник первоконникам
  9. Пролетарск|Церковь Флора и Лавра. sobory.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-02-02.
  10. 10.0 10.1 10.2 Храм Мучеников Флора и Лавра, г.Пролетарск | наш приходской сайт. hramflora-lavra.cerkov.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-02-02.
  11. Восстанавливаемый Собор Александра Невского