პრეტენდენტთა VI ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ვაჟთა შორის
12 ოქტომბერი - 2 ნოემბერი 1985 მონპელიე, საფრანგეთი
ტურნირში დაუშვეს 1984 წლის პრეტენდენტთა ნახევარფინალური მატჩების სამი მონაწილე (ვ, კორჩნოი, ზ. რიბლი და ვ. სმისლოვი), 1985 წლის საზონათაშორისო ტურნირების 12 გამარჯვებული და პერსონალურად მოწვეული მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ბორის სპასკი. ტურნირს უნდა დაესახელებინა ოთხი მოჭადრაკე, რომლებიც შემდგომ პრეტენდენტთა მატჩებში გააგრძელებდნენ ბრძოლას.
ცხრა ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობდნენ მ. ტალი და ა. იუსუპოვი. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ ა. სოკოლოვი და ი. ტიმანი, ხოლო ქულით - ა. ბელიავსკი და ლ. პორტიში. ტურნირის დასკვნითი მონაკვეთი ყველაზე კარგად განვლო რ. ვაჰანიანმა (5 ქულა), რომელმაც გაიყო კიდეც I-III ადგილები იუსუპოვთან და სოკოლოვთან. პრეტენდენტთა მატჩების მეოთხე საგზური დამატებით მატჩში გაითამაშეს ტიმანმა და ტალმა. იგი ნიდერლანდელ მოჭადრაკეს ხვდა წილად.
# | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | არტურ იუსუპოვი | 0 | 1 | = | = | = | 1 | = | = | = | = | = | = | 1 | 1 | = | 9 | |
2 | რაფაელ ვაჰანიანი | 1 | = | = | 0 | = | 0 | = | = | 1 | = | = | 1 | = | 1 | 1 | 9 | |
3 | ანდრეი სოკოლოვი | 0 | = | = | = | = | 0 | 1 | = | 1 | = | = | 1 | 1 | = | 1 | 9 | |
4 | მიხეილ ტალი | = | = | = | = | = | = | = | 1 | = | 0 | = | 1 | 1 | = | = | 8,5 | |
5 | იან ტიმანი | = | 1 | = | = | = | 1 | = | = | 0 | 1 | 1 | = | = | = | 0 | 8,5 | |
6 | ალექსანდრე ბელიავსკი | = | = | = | = | = | = | 0 | = | = | = | 1 | = | = | = | 1 | 8 | |
7 | ბორის სპასკი | 0 | 1 | 1 | = | 0 | = | = | = | = | 1 | = | = | = | 1 | 0 | 8 | |
8 | ვასილი სმისლოვი | = | = | 0 | = | = | 1 | = | = | = | = | = | = | = | 0 | 1 | 7,5 | |
9 | ალექსანდრე ჩერნინი | = | = | = | 0 | = | = | = | = | = | = | = | = | = | = | 1 | 7,5 | |
10 | ლაიოშ პორტიში | = | 0 | 0 | = | 1 | = | = | = | = | = | 0 | 1 | 0 | = | 1 | 7 | |
11 | იასერ სეირავანი | = | = | = | 1 | 0 | = | 0 | = | = | = | 1 | 0 | = | = | = | 7 | |
12 | ნაიჯელ შორტი | = | = | = | = | 0 | 0 | = | = | = | 1 | 0 | = | 1 | = | = | 7 | |
13 | ვიქტორ კორჩნოი | = | 0 | 0 | 0 | = | = | = | = | = | 0 | 1 | = | = | 1 | = | 6,5 | |
14 | ზოლტან რიბლი | 0 | = | 0 | 0 | = | = | = | = | = | 1 | = | 0 | = | 1 | = | 6,5 | |
15 | ხესუს ნოგეირასი | 0 | 0 | = | = | = | = | 0 | 1 | = | = | = | = | 0 | 0 | 1 | 6 | |
16 | კევინ სპარაგეტი | = | 0 | 0 | = | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | = | = | = | = | 0 | 5 |
დამატებითი მატჩი მეოთხე ადგილისათვის
# | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | იან ტიმანი | ნიდერლანდები | = | 1 | = | = | 0 | = | 3 |
2 | მიხეილ ტალი | სსრკ | = | 0 | = | = | 1 | = | 3 |
ძირითად ტურნირში უკეთესი კოეფიციენტების გამო მეოთხე ადგილი მიენიჭა ტიმანს.