პოლონელთა დიდი აჯანყება (1918-1919)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი პოლონეთის აჯანყება
პირველი მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდი ნაწილი
Greater_Poland_Uprising
თარიღი 27 დეკემბერი 191828 ივნისი 1919; 6 თვე და 1 დღე
შედეგი აჯანყებულთა გამარჯვება
]] პოლონელთა დიდი აჯანყება ვიკისაწყობში

პოლონელთა დიდი აჯანყება (1918-1919) — პოლონელთა სამხედრო აჯანყება გერმანელთა მართველობის წინააღმდეგ. აჯანყებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ვერსალის ხელშეკრულებაზე, რის შემდეგაც აჯანყებულთა მიერ დაკავებული ტერიტორია გადაეცა პოლონეთის მეორე რესპუბლიკას. ეს ტერიტორია იყო პოლონეთის სამეფოს შემდეგ პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის საკუთრება მანამ სანამ, პრუსიის სამეფო არ მოახდენდა მის ანექსიას 1793 წელს. ის ასევე, 1806 წლის დიდი პოლონეთის აჯანყების შემდეგ, იყო ვარშავის საჰერცოგოს ნაწილი (1807–1815).

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1795 წელს პოლონეთის მესამე დაყოფის შემდეგ, პოლონეთმა როგორც ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა. 1795 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მოხდა რამდენიმე წარუმატებელი აჯანყება დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით. 1806 წლის დიდი პოლონეთის აჯანყებას მოჰყვა ვარშავის საჰერცოგოს შექმნა, რომელიც არსებობდა რვა წლის განმავლობაში, სანამ იგი კვლავ გაიყო რუსეთსა და პრუსიას შორის. გერმანელთა მართველობის დროს პოლონელები განიცდიდნენ სისტმატიურ ჩაგვრას და დისკრიმინაციას.

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს აშშ-ს პრეზიდენმა ვუდრო უილოსნმა ევროპულ ქვეყნებს წარუდგინა თოთხმეტ პუნქტიანი მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ევროპული ქვეყნების უკმაყოფილება, რადგან ისინი დაკარგავდნენ დამორჩილებულ ტერიტორიებზე გავლენას, მაგალითად როგორიცაა გერმანიის მიერ პოლონეთის ანექსირებული ტერიტორია. 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანელმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასევე გერმანიამ ხელი მოაწერა ბრესტ-ლიტოვსკის ზავს ბოლშევიკურ რუსეთთან, რის მიხედვითაც დაამტკიცეს აღმოსავლეთ საზღვრები. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიასაც.

პოლონეთის ტერიტორიები ასევე ანექსირებული ჰქონდა ავსტრია-უნგრეთსაც. გერმანიას ჯერ კიდე XVIII საუკუნიდან დიდი პოლონეთის ნაწილი ჰქონდა დაკავებული, რომლის დედაქალაქი და მთავარი ინდუსტრიული ცენტრი იყო პოზნანი. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის 60%-ს წარმოადგენდა პოლონელი მოსახლეობა, ამიტომაც ვუდრო უილსონი იმედოვნებდა რომ ეს ტერიტორია პოლონეთის ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ნაწილი გახებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]