პირველი რესპუბლიკის მოედანი
იერსახე
პირველი რესპუბლიკის მოედანი (ყოფ. ვარდების რევოლუციის მოედანი) — მოედანი თბილისში. მდებარეობს ვერის უბანში, რუსთაველის გამზირის დასავლეთ ნაწილში. მოედანი შეიქმნა 1983 წელს და რესპუბლიკის მოედანი ეწოდა. მოედანს 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2005 წელს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა[1]. მოგვიანებით, 2018 წლის 25 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მე-100 საიუბილეო წლის აღსანიშვნავად, მოედანს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით პირველი რესპუბლიკის მოედანი ეწოდა.[2][3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვარდების რევოლუციის მოედანი. თბილისის ქუჩების სახელების მონაცემთა ბაზა. თბილისის მერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-25. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2010.
- ↑ საკრებულოში „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე შეთანხმდნენ. სიახლეები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (23 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2018.
- ↑ ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №117. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2018.