შინაარსზე გადასვლა

პიერ გასლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ გასლი

გასლი 2019 წელს
დაიბადა 7 თებერვალი, 1996 (1996-02-07) (28 წლის)
რუანი, საფრანგეთი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
გუნდი 2023 ალპინი-რენო[1]
მანქანის ნომერი 10
რბოლა 118
ჩემპიონი 0
მოგება 1
კვარცხლბეკი 3
პოულ პოზიცია 0
უსწრაფესი წრე 3
პირველი რბოლა 2017 წლის მალაიზიის გრან პრი
პირველი მოგება 2020 წლის იტალიის გრან პრი
ბოლო მოგება 2020 წლის იტალიის გრან პრი
ხელმოწერა
ვებგვერდი
ბოლოს განახლდა: 13 ივლისი 2023.

პიერ ჟან-ჟაკ გასლი (ფრანგ. Pierre Gasly წარმოთქმა ფრანგულად: ​[pjɛʁ ɡasli]; დ. 7 თებერვალი, 1996) — ფრანგი მრბოლელი, რომელიც ამჟამად ასპარეზობს ფორმულა 1-ში ალპაინის გუნდისათვის. მოგებული აქვს 2016 წლის GP2 სერიის ჩემპიონატი. მეორე ადგილი დაიკავა 2014 წლის ფორმულა რენო 3.5 სერიის და 2017 წლის სუპერ ფორმულას ჩემპიონატში.

ფორმულა 1-ში გასლის დებიუტი შედგა 2017 წლის მალაიზიის გრან პრიზე, ტორო როსოსთან ერთად.[2] 2019 წელს ის Red Bull Racing-ში გადავიდა, თუმცა მალევე ჩამოქვეითდა კვლავ ტორო როსოში უნგრეთის და ბელგიის რაუნდებს შორის. მიუხედავად ამისა, 2019 წლის ბრაზილიის გრან პრიზე მან მეორე ადგილი დაიკავა, და პირველად ავიდა პოდიუმზე. 2020 წელს მან მოიგო იტალიის გრან პრი, რითიც მოიპოვა პირველი გამარჯვება, როგორც თავისთვის, ისე AlphaTauri-სთვის. 2021 წლის აზერბაიჯანის გრან პრიზე გასლი კვლავ ავიდა პოდიუმზე, როდესაც მესამე ადგილი დაიკავა რბოლის გამარჯვებულის, სერხიო პერესისა და სებასტიან ფეტელს შემდეგ.

2023 წლის სეზონისთვის ის ალპაინში გადავიდა.

  1. Gasly to race for Alpine alongside Ocon in 2023 (8 October 2022). ციტირების თარიღი: 8 October 2022
  2. „Toro Rosso confirms Gasly for next races“. Motorsport.com (ინგლისური). 26 September 2017. ციტირების თარიღი: 26 September 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პიერ_გასლი“-დან