პეტრ პაველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრ პაველი
ჩეხ. Petr Pavel
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1961(1961-11-01)[1] [2] [3] (62 წლის)
დაბადების ადგილი პლანა, ჩეხოსლოვაკია[2] [3]
მოქალაქეობა  ჩეხეთი
განათლება ლონდონის სამეფო კოლეჯი, Military University of the Ground Forces in Vyškov[3] , ქემბერლის საშტაბო კოლეჯი[3] და Intelligence institute[4]
სამეცნიერო ხარისხი engineer's degree[3] და ხელოვნების მაგისტრი[5]
მამა Josef Pavel
დედა Marie Kličková
მეუღლე/ები ევა პავლოვა[6] [3] [7]
ჯილდოები ლეგიონის ღირსების ორდენის კომანდორი[5] [8] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[5] , Medal of Heroism[5] , Cross of Merit of the Minister of Defence of the Czech Republic[3] , Cross for Military Valour[9] , State Defence Cross of the Minister of Defence of the Czech Republic[5] , Grand Cross of the Order of the Crown[5] , Medal for Service to Homeland[10] და თეთრი ლომის ორდენი
generalpavel.cz

პეტრ პაველი (ჩეხ. Petr Pavel; დ. 1 ნოემბერი, 1961) – ჩეხეთის პრეზიდენტი 2023 წლის 9 მარტიდან. ჩეხეთის არმიის გადამდგარი გენერალი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე 2015-2018 წლებში,[11][12] ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2012-2015 წლებში,[13]

2019 წელს სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის, KDU-ČSL-ის, TOP 09-ის, „მერები და დამოუკიდებელებისა“ და ჩეხეთის მეკობრეების პარტიის ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატებს განიხილავდა, პაველი შეხვედრის ყველაზე განხილულ კანდიდატად დასახელდა. [14]

2022 წლის 29 ივნისს პაველმა ჩეხეთის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გააჟღერა. საკუთარ განცხადებაში კენჭისყრაში მონაწილეობის მიზეზად მან დაასახელა სურვილი, რომ „ჩეხეთი აღარ გრძნობდეს თავს უხერხულად საკუთარი პრეზიდენტის გამო“.[15] პაველმა ოფიციალური კამპანია 2022 წლის 6 სექტემბერს დაიწყო და განაცხადა, რომ მას სურდა „დაებრუნებინა წესრიგი და მშვიდობა ჩეხეთის რესპუბლიკაში“.[16] პაველის კამპანია იყო პროდასავლური[17] და ანტიპოპულისტური[18].

2022 წლის 4 ოქტომბერს ის იყო ერთ-ერთი იმ სამი კანდიდატიდან, რომლებსაც მხარი დაუჭირა სპოლუს საარჩევნო ალიანსმა (სამოქალაქო დემოკრატიული პარტია, KDU-ČSL და TOP 09).[19]

არჩევნების პირველი ტური ჩეხეთში 2023 წლის 13 და 14 იანვარს გაიმართა. პაველმა მიიღო 1 975 056 ხმა (ჯამური ხმების 35,4 %). მან ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ანდრეი ბაბიშს გაუსწრო, რომელსაც მეორე ტურში შეხვდება. მეორე ტურში პეტრ პაველმა დამაჯერებლად გაუსწრო კონკურენტს და ჩეხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვალა მილოშ ზემანი.[20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Czech National Authority Database
  2. 2.0 2.1 The Fine Art Archive — 2003.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 https://acr.army.cz/assets/informacni-servis/zpravodajstvi/zivotopis-petr-pavel_6.doc
  4. Detailní životopis generála Pavla
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 https://www.spolusilnejsi.cz/kdo-je-general-pavel
  6. https://www.idnes.cz/volby/prezidentske/2023/eva-pavlova-prvni-dama-rozhovor-serial-partneri-prezidentskych-kandidatu-petr-pavel.A221209_153507_prezidentske-volby-2023_misl
  7. https://sumpersky.denik.cz/zpravy_region/general-petr-pavel-eva-pavlova-svatba-v-olomouci-2023.html
  8. https://www.novinky.cz/clanek/zahranicni-amerika-general-pavel-obdrzel-nejvyssi-americke-vojenske-vyznamenani-40063126 — 2018.
  9. https://www.idnes.cz/zpravy/domaci/karin-zachrana-mise-karel-blahna-jugoslavie-petr-pavel-general-francie.A230126_130259_domaci_ivos
  10. https://echo24.cz/a/SdX8P/general-pavel-se-polepsoval-na-twitteru-sklidil-ale-zdrcujici-kritiku
  11. General Bartels bids farewell to NATO as General Pavel starts his tenure as Chairman of the NATO Military Committee. ციტირების თარიღი: 26 June 2015
  12. Chief of the General Staff. ციტირების თარიღი: 22 March 2014
  13. Chief of the General Staff. ციტირების თარიღი: 22 March 2014
  14. Začalo hledání nástupce Miloše Zemana. Vstoupit do boje neodmítá ani těžká váha politických válek cs. ციტირების თარიღი: 3 November 2019
  15. Chci boj o Hrad vyhrát, říká generál Pavel. Velkou kampaň zahájí v srpnu cs (29 June 2022). ციტირების თარიღი: 1 July 2022
  16. Pavel chce vrátit Česku řád a klid. Zahájil oficiálně svůj boj o Pražský hrad cs (6 September 2022). ციტირების თარიღი: 6 September 2022
  17. Di Sario, Federica (14 January 2023). „Pro-Western retired general leads first round in Czech presidential election“. Politico. Politico. ციტირების თარიღი: 15 January 2023.
  18. Perknerová, Kateřina. Petr Pavel: Největším soupeřem je pro mě populismus cs (5 August 2022). ციტირების თარიღი: 6 January 2023
  19. Spurný, Jaroslav. Nepřekvapivé i rozumné. Koalice SPOLU podpořila Fischera, Nerudovou a Pavla cs. Týdeník Respekt. ციტირების თარიღი: 6 October 2022
  20. ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამდგარმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა