შინაარსზე გადასვლა

პერსონა ნონ გრატა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერსონა ნონ გრატა“ (ლათ. personae non gratae) — ლათინური ტერმინი, რომელიც ნიშნავს არასასურველ პირს. ასე მოიხსენიება დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური, სხვა დიპლომატიური აგენტი, რომელმაც დიპლომატიურ საქმიანობასთან შეუთავსებელი ქმედება ჩაიდინა. ამ სახელმწიფოს მიერ დიპლომატიის პნგ-ად გამოცხადება ნიშნავს, რომ მისი ყოფნა მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე არასასურველია. წარმგზავნმა სახელმწიფომ ასეთი პირი უკან უნდა გაიწვიოს რაც შეიძლება მოკლე დროში. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარს აცხადებს ამ პირის უკან გაწვევაზე, ან არ აკეთებს ამას გონივრულ ვადაში, მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია აღარ ჩათვალოს ეს პირი დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.