პენატები
იერსახე
პენატები (ლათ. dī penātēs) — ძველ რომაულ მითოლოგიაში ოთახისა და კერის, შემდეგ კი მთელი რომაელი ხალხის მფარველი ღმერთები. თითოეულ ოჯახს ორი პენატი ჰყავდა, მათ გამოსახულებებს კერის ახლოს ათავსებდნენ. პენატების სახელმწიფო კულტს განაგებდა უზენაესი ქურუმი, რომელიც ვესტას ტაძარში სწირავდა მათ მსხვერპლს. გადატანითი მნიშვნელობით „პენატები“ ნიშნავს ოჯახურ კერას, მშობლიურ კერას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VIII, თბ., 1984