პენატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ავერსზე ამოტვიფრულია პენატების გამოსახულება, რევერსზე ორი ჯარისკაცი შუბებით

პენატები (ლათ. dī penātēs) — ძველ რომაულ მითოლოგიაში ოთახისა და კერის, შემდეგ კი მთელი რომაელი ხალხის მფარველი ღმერთები. თითოეულ ოჯახს ორი პენატი ჰყავდა, მათ გამოსახულებებს კერის ახლოს ათავსებდნენ. პენატების სახელმწიფო კულტს განაგებდა უზენაესი ქურუმი, რომელიც ვესტას ტაძარში სწირავდა მათ მსხვერპლს. გადატანითი მნიშვნელობით „პენატები“ ნიშნავს ოჯახურ კერას, მშობლიურ კერას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]