პედიატრია
იერსახე
პედიატრია (ბერძნ. παιδίον — ბავშვი, ιατρεία — მკურნალობა) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ბავშვის ორგანიზმის სხვადასხვა ასაკობრივი პერიოდის ანატომიას, ფიზიოლოგიას, ბავშვთა სნეულებებს, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას. პედიატრია მოიცავს: პრევენციულ, კლინიკურ, სამეცნიერო, სოციალურ და ეკოლოგიურ პედიატრიას.[1]