პატარა პანდა
პანდა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ailurus fulgens | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 714 | ||||||||||||
|
პატარა პანდა ან წითელი პანდა (ლათ. Ailurus fulgens) — ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.
პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: უცნობია, მაგრამ მათი რაოდენობა, როგორც ჩანს, შობადობის დაბალი მაჩვენებლისა და ადამიანის ჩარევის გამო კლებულობს. ძირითადი საშიშროებები: საძოვრების გაფართოება, მთის ბამბუკის ტყეების განადგურება და უკანონოდ ნადირობა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 661.