პატარა პანდა
იერსახე
| პანდა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Ailurus fulgens | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Endangered : 714 | ||||||||||||
| ||||||||||||
პატარა პანდა ან წითელი პანდა (ლათ. Ailurus fulgens) — ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.
პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: უცნობია, მაგრამ მათი რაოდენობა, როგორც ჩანს, შობადობის დაბალი მაჩვენებლისა და ადამიანის ჩარევის გამო კლებულობს. ძირითადი საშიშროებები: საძოვრების გაფართოება, მთის ბამბუკის ტყეების განადგურება და უკანონოდ ნადირობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 661.
