შინაარსზე გადასვლა

პარამეტრი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარამეტრი (ძვ. ბერძნ. παραμετρέω; ვზომავ, ვუფარდებ) — რაიმე მოწყობილობის ან დანადგარისათვის დამახასიათებელი სიდიდე, მისი ცალკეული თვისება ან მუშაობის რეჟიმი, რაც მიღებულია როგორც ძირითადი მონაცემები.[1]

1.მათემატიკაში: სიდიდე, რომელიც შედის მათემატიკურ ფორმულაში და თავის მუდმივ მნიშვნელობას ინარჩუნებს მხოლოდ მოცემული ამოცანის პირობებში.

2.ფიზიკაში: რაიმე საგნის ან მოვლენის ძირითადი თვისებების დამახასიათებელი სიდიდე ან სიდიდეები.[2]

პარამეტრს უფრო კონკრეტული მნიშვნელობები აქვს სხვადასხვა სფეროში: ინჟინერიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, სტატისტიკაში, ლოგიკაში, ლინგვისტიკასა და ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებში. არსებობს ასევე მისი ფართე სპექტრით გამოყენების შემთხვევები. გამსაკუთრებით არასამეცნიერო კონტექსტში, სადაც გამოიყენება განმსაზღვრელი მახასიათებლების ან საზღვრების მახასიათებლად. მაგალითად: „ტესტური პარამეტრები“ ან „თამაშის პარამეტრები“.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გიორგი გოგიჩაძე — ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები. ISBN 978-9941-10-427-5
  2. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარამეტრი“-დან