შინაარსზე გადასვლა

ოტო პერეს მოლინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტო პერეს მოლინა
ოტო პერეს მოლინა
გვატემალის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 იანვარი, 2012 – 3 სექტემბერი, 2015
წინამორბედიალვარო კოლომი
მემკვიდრეალეხანდრო მალდონადო აგირე

დაბადებული1 დეკემბერი, 1950
გვატემალა, გვატემალა
პოლიტიკური პარტიაპატრიოტული პარტია
მეუღლეროსა ლეალი
შვილები2
რელიგიაკათოლიციზმი

ოტო პერეს მოლინა (ესპ. Otto Pérez Molina; დ. 1 დეკემბერი, 1950, გვატემალა, გვატემალა) — გვატემალის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. გვატემალის პრეზიდენტი 2012-2015 წლებში.

დაიბადა 1950 წელს. დაამთავრა გვატემალის სამხედრო აკადემია, შემდეგ სწავლობდა აშშ-ში. სამხედრო დაზვერვაში ეკავა ინსპექტორის თანამდებობა. 1983 წელს მონაწილეობდა ოსკარ უმბერტო მეხია ვიქტორესის სამხედრო გადატრიალებაში. 1993 წლიდან პრეზიდენტ რამირო ლეონ კარპიოს გუნდის წევრია. ხელი მოაწერა გვატემალის სამოქალაქო ომის დასრულების სამშვიდობო ხელშეკრულებას.

2000 წელს გადადა სამხედრო სამსახურიდან. 2011 წელს დააარსა პატრიოტული პარტია, მონაწილეობდა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველ ტურში მიიღო ხმების 23,51 %, ხოლო მეორეში - 47,18 %. საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც და თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველ ტურში დაიკავა პირველი ადგილი და მიიღო ხმების 36,02 %, მეორე ტურში კი გაიმარჯვა და 2012 წლის 14 იანვარს დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა.

2015 წელს კორუფციაში ბრალდების გამო კონგრესმა იმუნიტეტი ჩამოართვა და პერესი გადადგა[1][2]. 2015 წლის 3 სექტემბერს დააპატიმრეს.[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Malkin, Elisabeth; Ahmed, Azam (1 September 2015). „President Otto Pérez Molina Is Stripped of Immunity in Guatemala“. The New York Times.
  2. „Guatemala President Resigns Amid Corruption Probe“. The New York Times. Associated Press. 3 September 2015.
  3. Romo, Rafael; Botelho, Greg (3 September 2015). „Otto Pérez Molina out as Guatemala's President, jailed“. CNN.