ორშაბათი
იერსახე
ორშაბათი — დღე კვირადღესა და სამშაბათს შორის. ძველ რომაელებსა და ჩრდილოგერმანულ ტომებში ეს დღე ეძღვნებოდა მთვარეს (გერმანულად Montag: Mond-Tag არის „მთვარის დღე“). ორშაბათი ხან კვირის პირველ დღედ მიიჩნევა (მაგალითად, თანამედროვე ევროპაში), ხან მეორე დღედ (აშშ და სხვა ქვეყნები). ეს თვალსაზრისი ძველი იუდეიდან მომდინარეობს. ამ მიზეზით ქართულში, არაბულში, ებრაულში, ბერძნულში, აგრეთვე პორტუგალიურში მისი მნიშვნელობაა — „მეორე დღე“. თანამედროვე კულტურა ორშაბათს განიხილავს, როგორც კვირის დასაწყისს, ვინაიდან უქმე დღის შემდეგ ხალხი ბრუნდება სამსახურებში და სასწავლებლებში.
ცნობილი ორშაბათები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდი ორშაბათი – ვნების კვირის დღე, როდესაც იესომ დაწყევლა უნაყოფო ლეღვი;
ორშაბათი ქართველურ ენებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- მეგრული: თუთაშხა
- ლაზური: თუთაჩხა
- სვანური: დო̈შდიშ
- ძველქართული: მთოვარისა