ონტარიოს ტბა
იერსახე
ონტარიო | |
---|---|
Ontario | |
კოორდინატები: 43°41′42″ ჩ. გ. 77°57′31″ დ. გ. / 43.69500° ჩ. გ. 77.95861° დ. გ. | |
მდებარეობა | აშშ კანადა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 74 მ |
სიგრძე | 311 კმ |
სიგანე | 85 კმ |
ფართობი | 19,000 კმ² |
საშუალო სიღრმე | 86 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 244 მ |
გამომდინარე მდინარე | წმინდა ლავრენტი |
ონტარიო (ინგლ. Lake Ontario) — ტბა დიდ ტბათა სისტემაში. გაწოლილია აშშ-ისა და კანადის ტერიტორიაზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 74 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 19,000 კმ². მაქსიმალური სიღრმე 244 მ. ნაპირები დაბალი და სუსტად დანაწევრებული აქვს. ჩამონადენს იღებს მის ზემოთ მდებარე ტბებიდან მდინარე ნიაგარის საშუალებით, ტბიდან გამოედინება მდინარე წმინდა ლავრენტი. ონტარიო სანაოსნო არხებით უკავშირდება ერის ტბასა და მდინარე ჰუდსონს. ტბის ნაპირზეა ქალაქები: ტორონტო, ჰამილტონი, კინგსტონი (კანადა), როჩესტერი (აშშ).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ონტარიოს ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ონტარიოს ტბა სატელიტიდან
-
ონტარიოს ნაპირი ქალაქ ტორონტოსთან
-
ონტარიოს ნაპირი ქალაქ ჰამილტონთან