ნოვგოროდის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი
ნოვგოროდის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი — მთავარი მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი დიდ ნოვგოროდში. აგებულია 1045-1050 წლებში. იგი რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი ეკლესიაა, რომელიც აგებულია სლავების მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1045 წელს დიდი მთავარი იაროსლავ ბრძენი და დედოფალი ირინა კიევიდან ნოვგოროდში ჩავიდნენ შვილთან ვლადიმირთან, რათა საფუძველი ჩაეყარათ წმინდა სოფიას ტაძრისათვის. ტაძრის მშენებლობა 1050 წლამდე მიმდინარეობდა. ტაძარი ეპისკოპოსმა ლუკამ სავარაუდოდ 1050 ან 1052 წელს აკურთხა.
1922 წელს სსრკ-ს ხელისუფლების მიერ ეკლესიისათვის ქონების ჩამორთმევის შემდეგ ტაძარი გაძარცვეს. 1929 წელს დაიხურა და შენობაში გაიხსნა ანტირელიგიური მუზეუმი. ფაშისტური გერმანიის ოკუპაციის პერიოდში ტაძარი საკმაოდ დაზიანდა და გაიძარცვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღადგინეს.
1991 წელს გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, და ამავე წლის 16 აგვისტოს პირადად ალქსი II-მ აკურთხა.