ნოეს კიდობანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ ჰიქსი, ნოეს კიდობანი

ნოეს კიდობანი — ბიბლიური ნაგებობა, რომელშიც ჩაეტია ყველა ცხოველი წყვილ-წყვილად, ყველა თესლი და ნოეს ჯალაბობა.იგი დამზადებული იყო ურთხელის ხისაგან. მისი ზომები იყო: 300 წყრთა (~157 მეტრი) სიგრძეში, 50 წყრთა (~26.2 მეტრი) სიგანეში, ხოლო 30 წყრთა (~15.7 მეტრი) სიმაღლეში. როდესაც ყველაფერი წყალმა დაფარა, კიდობანი წარმატებით ატივტივდა და იცურა უკიდეგანო ოკენაში, ბოლოს მიადგა არარატის მთას თუმცა რომელი მთა იგულისხმება ათონის, არარატის თუ პარნასის (საბერძნეთში) მთას არავინ იცის. ორჯერ წარუმატებლად გაგზავნილი ყორნის შემდეგ გაგზავნილმა მტრედმა აუწყა ნოეს წარღვნის დასრულება ზეთისხილის ტოტის მოტანით. პატრიარქი გადმოვიდა, გამოიყვანა ცხოველები და დაიწყო ახალი მოდგმის ისტორია.

წარღვნა, რასაც პარალელები მოეძებნება შუამდინარეთის, ბაბილონის, მესოპოტამიის, საბერძნეთის ხალხთა მითოლოგიაში, მსოფლიოს მრავალმა დიდოსტატმა ასახა ხელოვნებაში (მიქელანჯელო, დორე, კაუბახი და სხვა).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: