ნიუ-იორკის მსოფლიო ექსპოზიცია
ქალაქ ნიუ-იორკში დღემდე ორი მსოფლიო ექსპოზიცია ჩატარდა:
- ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა 1939 (1939-1940) ფლაშინგ მიდოუს პარკში, კუინზი — ამ ექსპოზიციაზე გამოჩნდა ფუტურამა, ტრილონი და პერისფერო.
ჩაფიქრებული მისი ორგანიზატორების მიერ როგორც დიდი დეპრესიის გაჭირვების ანტიდოტი მომავლის იმედის ასახვით, გამოფენაზე ხაზგასმული იყო საერთაშორისო თანამშრომლობა და ტექნოლოგიის გაველნა მსოფლიოს მომავალზე.
ამ პერიოდში მსოფლიო ექსპოზიცია კულტურული ფენომენი იყო და მან 45 მილიონი მნახველი მოიზიდა ორი წლის ფუნქციონირების განმავლობაში. პირველი ზაფხულის შემდეგ მნახველების რაოდენობა წინასწარ გათვლილზე საგრძნობლად ნაკლები აღმოჩნდა და ორგანიზატორები იძულებული გახდნენ ბილეთის ფასი შეემცირებინათ გამოფენის თემების გადახალისებასთან ერთად. თუმცა მეორე წლის ბოლოს საერთო მნახველთა რაოდენობა პროგნოზზე 5 მილიონით ნაკლები იყო და გამოფენამ თავი ბანკროტად გამოაცხადა.
- ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა 1964 (1964–1965), ასევე ფლაშინ მიდოუს პარკში, კუინზი. ამ გამოფენის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა უნისფერო იყო.
ეს ადგილი შემდეგ პარკად გადაკეთდა, სადაც ბინა ნიუ-იორკის შის სტადიონმა დაიდო. აქ თამაშობს ნიუ-იორკ მეტსის გუნდი.