ფუტურამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფუტურამა
Futurama 1999 logo.svg
ჟანრი ანიმაციური სიტკომი
სამეცნიერო ფანტასტიკა
ავტორი მეტ გრენინგი
შეიმუშავა მეტ გრენინგი
დეივიდ კოენი
რედაქტორი პოლ კალდერი
დანიკ ტომასი
კრის ვალანსი
გახმოვანება
კომპოზიტორი კრისტოფერ ტინგი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 7
ეპიზოდი 140 (ეპიზოდების სია)
კომპანია
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი მეტ გრენინგი
დეივიდ კოენი
კენ კილერი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ლიუის ნორტონი
  • სტიუარტ ბარნსი
  • პატრიკ ვერონი
  • ჯეისონ გროდი
  • კლაუდია კაცი
  • ბრაიან კოუენი
ხანგრძლივობა 22 წუთი
კომპანია The Curiosity Company
20th Century Fox Television
Rough Draft Studios
დისტრიბუტორი 20th Television
ეთერი
ჩვენების ფორმატი 480i (4:3)(1999–2003)
HDTV 1080i (2010–13)
აუდიო ფორმატი Dolby Surround (1999–2003)
Dolby Digital 5.1 (2008–13)
პირველად ეთერში 28 მარტი, 1999
უკანასკნელად ეთერში 4 სექტემბერი, 2013
საიტი
ოფიციალური საიტი

ფუტურამა“ (ინგლ. Futurama) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ანიმაციური სიტკომი, შექმნილი მეტ გრენინგისა და დეივიდ კოჰენის მიერ Fox Broadcasting Company-ისთვის. სერიალში მოთხრობილია ნიუ-იორკელი პიცის დამტარებელის, ფილიპ ფრაის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულს შემთხვევით კრიონიკულად გაიყინა და ცხრაასი წელის შემდეგ გალღვა და აღმოჩნდა XXXI საუკუნეში, რეტროფუტურისტულ მომავალში. გრენინგს „ფუტურამას“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუა პერიოდში მოუვიდა, მაშინ როდესაც დაკავებული იყო „სიმპსონებზე“ მუშაობით.

აშშ-ში ფუტურამა ტელეარხ Fox-ის მეშვეობით გადაიცემოდა 1999 წლის 28 მარტიდან 2003 წლის 10 აგვისტომდე (ტრანსლირების შეწყვეტამდე). სერიალი ხელახლა იქნა ნაჩვენები Cartoon Network-ის Adult Swim-ზე 2002-2007 წლებში. ჩვენება განახლდა 2007 წელს და გრძელდებოდა 2009 წლამდეე. 2008 წელს 20th Century Fox Television-თან შეთანხმებით, „ფუტურამას“ ეთერში გაშვება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია Comedy Central-მა.

2009 წლის ივნისში, კომპანია 20th Century Fox-ის განცხადებით, Comedy Central შეუდგა ახალი სეზონის 26 ეპიზოდის გაშვებას, რომელიც გადაიცემოდა 2010-2011 წლებში.[1][2] შოუ განახლდა მეშვიდე სეზონის სახით, პირველი ნაწილი 2012 წლის ივნისში გამოვიდა, ხოლო მეორე — 2013 წელს.[3][4] მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სერიალის მეშვიდე სეზონი იქნებოდა უკანასკნელი. Comedy Central-მა განაცხადა, რომ იგი აღარ აპირებდა შემდეგში სხვა ეპიზოდებზე მუშაობას. სერიალის უკანასკნელი ეპიზოდი ეთერში გავიდა 2013 წლის 4 სექტემბერს.[5] მიუხედავად იმისა, რომ გრენინგმა განაცხადა, რომ იგი შეეცდებოდა მასზე მუშაობის განახლებას[6] დევიდ კოენმა დასძინა, რომ „Meanwhile“ იქნებოდა მეშვიდე სეზონის უკანასკნელი ეპიზოდი და ზოგადად სერიალის ფინალი.[7]

სერიალმა მიიღო დადებითი შეფასებები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებისა თუ ინტერნეტ გამოცემებისგან, ასევე წილად ხვდა უამრავი ჯილდო სხვადასხვა ცერემონიებზე. იგი ჩვიდმეტჯერ იქნა ნომინირებული ენიზე (მოიგო შვიდი) და 12-ჯერ ემიზე (მოიგო ექვსი). ასევე მიიღო ამერიკის სცენარისტების გილდიის ჯილდოს 4 ნომინაცია, საიდანაც მოიგო ორი. მას აგრეთვე მინიჭებული აქვს ნებულას ჯილდო და Environmental Media Awards-ის ჯილდო ეპიზოდებისთვის „The Problem with Popplers“ და „The Futurama Holiday Spectacular“.[8] აგრეთვე გამოვიდა „ფუტურამასთან“ დაკავშირებული მრავალი სახის საქონელი, მათ შორის კომიქსების სერია და ვიდეო თამაში, კალენდარი, სამოსელი და სათამაშო ფიგურები. 2013 წელს, ჟურნალმა TV Guide სერიალს სიაში „60 ყველა დროის უდიდესი სატელევიზიო ანიმაციური ფილმი“ 26-ე ადგილი მიუჩინა.[9]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ეპიზოდი პირველად ეთერში
პირველად ეთერში უკანასკნელად ეთერში არხი
1 13 მარტი 28, 1999 (1999-03-28) ნოემბერი 14, 1999 (1999-11-14) Fox
2 19 ნოემბერი 21, 1999 (1999-11-21) დეკემბერი 3, 2000 (2000-12-03)
3 22 იანვარი 21, 2001 (2001-01-21) დეკემბერი 8, 2002 (2002-12-08)
4 18 თებერვალი 10, 2002 (2002-02-10) აგვისტო 10, 2003 (2003-08-10)
5 16 მარტი 23, 2008 (2008-03-23) აგვისტო 30, 2009 (2009-08-30) Comedy
Central
6 26 13 ივნისი 24, 2010 (2010-06-24) ნოემბერი 21, 2010 (2010-11-21)
13 ივნისი 23, 2011 (2011-06-23) სექტემბერი 8, 2011 (2011-09-08)
7 26 13 ივნისი 20, 2012 (2012-06-20) აგვისტო 29, 2012 (2012-08-29)
13 ივნისი 19, 2013 (2013-06-19) სექტემბერი 4, 2013 (2013-09-04)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Comedy Central's 'South Park,' 'Lil' Bush,' More to Return in March (August 2, 2007). წაკითხვის თარიღი: 8 ნოემბერი, 2008.
  2. Josef Adalian and Vlada Gelman. (2 თებერვალი, 2010) Things Are Looking Good for Another Season of Futurama. Vulture. წაკითხვის თარიღი: 28 თებერვალი, 2010.
  3. Hibberd, James. (24 მარტი, 2011) 'Futurama' renewed for two more years!. წაკითხვის თარიღი: 24 მარტი, 2011.
  4. COMEDY CENTRAL® RENEWS "FUTURAMA" FOR 26 NEW EPISODES (29 მარტი, 2011). წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2011.
  5. Dave Itzkoff. “Comedy Central Cancels 'Futurama'“, The New York Times, 22 აპრილი, 2013. წაკითხვის თარიღი: 22 აპრილი, 2013. 
  6. Futurama axed again“, 3 News NZ, 23 აპრილი, 2013. 
  7. "'Futurama' Series Finale: David X. Cohen Dishes If "Meanwhile" Is Really the End (4 სექტემბერი, 2013). წაკითხვის თარიღი: 5 სექტემბერი, 2013.
  8. 21st Annual Environmental Media Awards (October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 აპრილი, 2012. წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი, 2012.
  9. Rich Sands. (24 სექტემბერი, 2013) TV Guide Magazine's 60 Greatest Cartoons of All Time. TVGuide.com.