ნიჟნი-ტაგილის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
ნიჟნი-ტაგილის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 57°55′00″ ჩ. გ. 59°58′00″ ა. გ. / 57.91667° ჩ. გ. 59.96667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ნიჟნი-ტაგილის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Собор Казанской иконы Божией матери) — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ტაგილში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1841-1847 წლებში.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად მოიხსენიება 1829 წელს[1]. დღევანდელი ტაძრის ადგილზე XIX საუკუნეში მდებარეობდა სამლოცველო, რომელიც 1843 წლამდე ეკუთვნოდა სტარობრიადცელებს. 1843 წლის 29 ოქტომბერს სამხედრო ქარხნის მოსახლეობამ გადაწყვიტა მიეღოთ ედინოვერული მღვდელი და სამლოცველო გადაეკეთებინათ ტაძრად, რისთვისც მიაშენეს სამრეკლო და აკურთხეს საკურთხეველი. 1847 წლის იანვარში ტაძარი აკურთხეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.
ყაზანის ეკლესია მოქმედებდა 1871 წლამდე, როდესაც იგი გადაიტანეს სხვა ადგილზე, ხოლო მის ადგილზე 1872 წელს ააშენეს ხის ეკლესია, რომელიც შემდეგში შიგნიდან შელესეს. იგი აკურთხეს 1872 წლის 6 ნოემბერს კვლავ ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 1897 წელს ტაძარს მიაშენეს ეგვტერები: მარჯვენა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე - აკურთხეს 1900 წელს, მარცხენა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელზე - აკურთხეს მხოლოდ 1952 წელს.
ტაძარი გადაურჩა 1920-1930-იანი წლების დევნის პერიოდს. 1930 წელს იგი გაიყო ორ ნაწილად: ყაზანის ედინოვერულად და ნიკოლოზის „სერგიევის“ ეკლესიებად, მაგრამ კვლავ გაერთიანდნენ 1942 წელს. 1940-იან წლებში ერთადერთი მოქმედი ტაძარი იყო ნიჟნი-ტაგილში.
1958 წელს სვერდლოვსკის და კურგანის ეპისკოპოსის ფლავიანეს თხოვნითა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ყაზანის ეკლესიამ საკათედრო ტაძრის სტატუსი მიიღო.
1996 წელს ეპისკოპოს ნიკონის თაოსნობით ყაზანის საკათედრო ტაძარი საპატრიარქო მეტოქი გახდა, ხოლო ორი წლის შემდეგ მისივე ინიციატივით გადაკეთდა ნიჟნი-ტაგილის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრად.
არქტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყაზანის მამათა მონასტერი მდებარეობს ნიჟნი-ტაგილის მრავალსართულიან საცხოვრებლებს შორის, მისი ტერიტორიის სიახლოვეს გადის რკინიგზის ტოტი, ახლოს მდებარეობს ორი კოოპერატივი. ტაძარი ყოველთვის ღიაა მომლოცველებისათვის.
ტაძრი სამთავიანია, შეღებილია მუქ ცისფრად კუთხეებში თეთრი პილასტრებით. ყველა გუმბათი ხახვისებური და რვაკუთხაა. ტაძრის ცენტრალური გუმბათი დამყარებულია რვაკუთხა გუმბათის ყელზე, რომელიც განთავსებულია ნაგებობის ცენტრში. კომპოზიცია სრულდება აფსიდით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Свой престольный праздник отметил Казанский мужской монастырь Нижнего Тагила. Православная газета Екатеринбургской епархии Русской Православной Церкви. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-24. ციტირების თარიღი: 2014-11-23.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Храмы и церкви Нижнего Тагила. История Нижнего Тагила от основания до наших дней. ციტირების თარიღი: 2014-11-23.