ნიჟნი-ნოვგოროდის ალექსანდრე ნეველის ტაძარი
ნიჟნი-ნოვგოროდის ალექსანდრე ნეველის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 56°20′00″ ჩ. გ. 43°58′16″ ა. გ. / 56.33333° ჩ. გ. 43.97111° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ლევ დალი |
თარიღდება | 1868-1880 |
ნიჟნი-ნოვგოროდის ალექსანდრე ნეველის ეკლესია (რუს. Александро-Невский собор) — საკათედრო, მართლმადიდებლური ტაძარი მდებარეობს ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიულ ნაწილში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. ეკლესიის მშენებლობა გრძელდებოდა 1868-1881 წლებში, არქიტექტორ ლევ დალის პროექტის მიხედვით. ეკლესიის წინამძღვარია სრგეი მატვეევი[1].
ეკლესია მდებარეობს ქალაქის ქვედა ნაწილში. ეკლესიის საკურთხეველი ნაკურთხია ალექსანდრე ნეველის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და მარიამ მაგდალინელის სახელზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1856 წელს ქალაქის ვაჭართა ფენამ გამოთქვა სურვილი აეგოთ ნიჟნი-ნოვგოროდის ბაზრობის მეორე მართლმადიდებელი ეკლესია ბაზრობაზე იმპერატორ ალექსანდრე II-ის სტუმრობის აღსანიშნავად. საჭირო თანხები (454 667 რუბლი) გამოიძებნა 10 წლის შემდეგ[2].
1864 წლის 8 სექტემბერს შედგა მომავალი ტაძრის პირველი ქვის სიმბოლური ჩადება სარძიკველში. 1864 წელს მზად იყო არქიტექტორ რობერტ კილევეინის პროექტი, თუმცა მის განსახორციელებლად ფინანსები არ იყო საკმარისი, მეორე პროექტი წარადგინა ახალგაზრდა არქიტექტორმა ლევ დალმა. მისი პროექტი დაამტკიცეს 1865 წელს.
1867 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა სამშენებლო კომიტეტი, ხოლო 1868 წლის 11 აგვისტოს შედგა ხელმეორედ საფუძვლის ჩაყრა.მშენებლობა კი დაიწყო 18 აგვისტოს, რომელიც გაგრძელდა 13 წელი, შიდა სამუშაოები გაგრძელდა 1881 წლამვე. ეკლესიის სიმაღლეა 87 მეტრი[3].
1881 წლის 20 ივლისს მშენებლობა დასრულდა და ეკლესია საზეიმოდ აკურთხეს იმპერატორ ალექსანდრე III-ის, მისი მეუღლის მარიასა და უფლისწულ ნიკოლოზის მონაწილეობით.
1929 წელს ეკლესია დახურეს, ძვირფასეულობა დაიტაცეს, ხოლო ეკლესიის ხის მასალა დაურიგეს ადგილობრივ მოსახლეობას გასათბობად. მრევლმა შეძლო ხატების გარკვეული ნაწილის გადარჩენა.
1920-იანი წლების ბოლოს შეიმუშავეს ბაზრობის მოედნის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ეკლესიის დანგრევას და მის ადგილზე ვლადიმერ ლენინის ძეგლის დადგმას. აღნიშნული პროექტი არ განხორციელებულა.
შემდეგ პერიოდში ეკლესია ფუნქციონირებდა როგორც საწყობი და ნაწილობრივ როგორც საცხოვრებელი. 1940-იან წლებში ეკლესიის შენობაში ხანძარი გაჩნდა, განადგურდა ეკლესიის ინტერიერი, რის შემდეგაც ეკლესიის შიდა შელესილობა მთლიანად მოხსნეს.
1983 წელს დაიწყო ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები, რომელშიც მოხალისე რესტავრატორები მონაწილეობდნენ. 1992 წლიდან ეკლესიის ეგვტერში მიმდინარეობს ღვთისმსახურება. 1998 წლის 30 დეკემბერს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ კუტეპოვმა აკურთხა ეკლესიის საკურთხეველი. ეკლესიაში აღმართეს 23 მეტრიანი კანკელი.
2009 წლის 8 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აღავლინა საღვთო ლიტურგია[4][5]. ამავე წლის 12 სექტემბრიდან ეკლესია გახდა საკათედრო[6].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Указ № 11 от 12 января 2005 года დაარქივებული 2005-08-26 საიტზე Wayback Machine. , Указ № 197 от 17 сентября 2009 года[მკვდარი ბმული]
- ↑ Нижний Новгород. Собор Александра Невского на сайте Народный каталог православной архитектуры
- ↑ Кафедральный собор в честь святого благоверного князя Александра Невского. Приходы Нижнего Новгорода. Нижегородская и Арзамасская епархия. ციტირების თარიღი: 2017-12-31.
- ↑ В день памяти Владимирской иконы Божией Матери архиепископ Георгий совершил литургию в Александро-Невском соборе, Нижегородская епархия, 8 сентября 2009 года
- ↑ В иконописной мастерской «Традиция» закончена работа над новыми иконами для Александро-Невского собора[მკვდარი ბმული], Нижегородская епархия, 7 сентября 2009 года
- ↑ Нижегородская Епархия, Собору в честь святого благоверного князя Александра Невского в Нижнем Новгороде присвоен статус кафедрального. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-18. ციტირების თარიღი: 2018-03-16.