ნინო ბაციაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინო ბაციაშვილი (დ. 1 იანვარი, 1987, ბათუმი, საქართველო) — ქართველი მოჭადრაკე.

დაიბადა 1987 წლის 1 იანვარს ქალაქ ბათუმში. ექვსი წლიდან მონაწილეობს საჭადრაკო შეჯიბრებებზე საქართველოს მასშტაბით. ასაკობრივ დონეზე მოგებული აქვს რვა მედალი საქართველოს ჩემპიონატებში. 2004 წელს ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაცია ფიდემ მიანიჭა ქალთა საერთაშორისო ოსტატის წოდება. 2008 წელს კი უმაღლესი წოდება ქალთა შორის „ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი“. ამას გარდა შესრულებული აქვს მამაკაცთა საერთაშორისო ოსტატობისთვის აუცილებელი სამივე ბალი, რის შედეგადაც ფიდემ 2013 წელს ოფიციალურად მიანიჭა ნინო ბაციაშვილს მამაკაცთა საერთაშორისო ოსტატის წოდება. 2015 წელს ნინო ბაციაშვილმა მოიგო საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი. ამავე წელს ნინო ბაციაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელსაც დაბა ჩაქვმა უმასპინძლა 15-30 მაისს, სადან 11 დან 9 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ნატალია ჟუკოვას. 2015 წელს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ნაკრების შემადგენლობაში მყოფმა ნინო ბაციაშვილმა, ასევე ბრინჯაოს მედალი აიღო თავის დაფაზე. ნინო ბაციაშვილი საერთაშორისო რეიტინგით (2500) მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა შორის 15-ე ადგილს იკავებს, საქართველოს მასშტაბით კი მე-3 ადგილს.

ნინო ბაციაშვილი არის მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.

საპრიზო ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]