ნიკოლოზ გოძიაშვილი
იერსახე
ნიკოლოზ (ნიკო) ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი (დ. 2 იანვარი, 1899, თბილისი, — გ. 24 აგვისტო, 1965, იქვე) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941).
1917 წლიდან გამოდიოდა ბათუმის, თბილისის მუშათა, სოხუმის და ჭიათურის თეატრებში. 1926 წელს დაამთავრა ქართული დრამატული სტუდია მოსკოვში. შემდეგ რეჟისორად და მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, ბათუმის თეატრებში და თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის (1932–35) თეატრში. 1936-1947 წლებში ხელმძღვანელობდა ფოთის თეატრს. 1948–56 წლებში იყო თბილისის სანკულტურის თეატრის რეჟისორი. სპექტაკლებს დგამდა ასევე თელავის თეატრში. 1956–58 წლებში მუშაობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მთავარ რეჟისორად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცუცქირიძე, შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 131.