შინაარსზე გადასვლა

ნაცარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაცარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lactarius flexuosus

ნაცარა (ლათ. Lactarius flexuosus) — სოკოს სახეობა. ქუდი — 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ — ძაბრივით ჩაღრმავებული, ტიტველი ზედაპირით ნაცრისფერ-ტყვიისფერია ან ყავისფერ-ნაცრისფერი, უფრო მუქი კონცენტრული ზოლებით. ფირფიტები მოყვითალოა.

იზრდება ნიადაგზე წიფლნარებში და შერეულ წიფლნარევში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიენება საჭმელად მხოლოდ დამწნილებული, წინასწარ გათუთქვის შემდეგ.

ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 209, ISBN 99940-856-1-1.

  • Lactarius flexuosus. An article from The Great Soviet Encyclopedia. 2011. ციტირების თარიღი: 17 August 2011.