ნაოჭა სოკო (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაოჭა სოკო

ნაოჭა სოკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პეზიზომიცეტები
რიგი:  პეზიზასნაირნი
ოჯახი:  დისცინასებრნი
გვარი:  ნაოჭა სოკო
ლათინური სახელი
Gyromitra Fr. (1849)

ნაოჭა სოკო[1] (ლათ. Gyromitra) — ჩანთიანი სოკოების გვარი. ნაყოფსხეული მსხვილია, არასწორი მოხაზულობის. ქუდი მურა, ყავისფერი, ფეხთან ნაწილობრივ შეზრდილი, ხშირად უფორმო ან არასწორი კვერცხისებრი ფორმისაა, სიგანეში 9–10 (30-მდე) სმ, ღრმა ნაოჭების უწესრიგო ქსელით. ფეხი (სიმაღლით 3–12 სმ, სიგანით 1,5–6 სმ) არასწორი ფორმის, ღრუ, თეთრი ან ოდნავ რუხი, ხრტილისებრი კონსისტენციისაა.[2] ცნობილია 18 სახეობა.[3] გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ნაოჭა სოკო (G. esculenta).[4] საგაზაფხულო სოკოებია, იზრდებიან აპრილ-მაისში, ძირითადად ტყისპირებში, წიწვოვანი ტყეების (უპირატესად ფიჭვნარებში) ნაკაფ ადილებში გზების გასწვრივ, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში. ცნობები ნაოჭა სოკოების საკვებად გამოყენებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგოა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gyromitra — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 СТРОЧОК // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 334.
  3. Kirk PM, Cannon PF, Minter DW, Stalpers JA. (2008). Dictionary of the Fungi, 10th, Wallingford, UK: CAB International, გვ. 299. ISBN 978-0-85199-826-8. 
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 38, ISBN 99940-856-1-1.