ნამსხვრევები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნამსხვრევები
ჟანრი დრამა
სცენარი ილდიზ ტუნჩი
რეჟისორი ჯევდეთ მერჯანი
მონაწილეობენ ებრუ იოზქანი
ერკან პეტეკაია
ბარიშ ფალაი
ალინა ბოზი
ლეილა ტანლარი
აჰუ იაგტუ
თოლგა ტეკინი
ნურსელ კოსე
კომპოზიტორ(ებ)ი აიშე ონდერი
ქვეყანა თურქეთი
ენა თუქრული
სეზონი 3
ეპიზოდი 97
წარმოება
ადგილ(ებ)ი სტამბოლი
კომპანია Endemol
პირველად ეთერში 2014 წლის 1 დეკემბერი
რესურსები ინტერნეტში


ნამსხვრევები (თურქ. Paramparça) — თურქული ტელესერიალი, რომელიც გადაღებულია „Endemol Turkey“-ის მიერ სადაც მთავარ როლს ასრულებენ ებრუ იოზქანი, ერკან პეტეკაია და ნურგულ იეშილჩაი.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ორი ადამიანის ცხოვრება უბედური შემთხვევის დროს იკვეთება. გულსერენი (ნურგულ იეშილჩაი) ახალგაზრდა ორსული გოგონაა, რომელიც სტამბოლის გარეუბანში ცუდ სამეზობლოში ცხოვრობს. მას უბედური შემთხვევის დროს მშობიარობა ეწყება და საავადმყოფოში გადაიყვანენ,. დილარა (ებრუ იოზკანი) ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის ასიმ ტერზიოღლუს შვილია, რომელსაც იმ დროს ეწყება მშობიარობა, როდესაც გულსერენს, ისინი ერთ სავადმყოფოში მოხვდებიან და გვარების მსგავსების გამო საავადმყოფოს ექთნებს შეცდომა მოუვათ და შვილებს მშობლებს არასწორად გადასცემენ: გულსერენის გოგონას ჯანსუს მისცემენ, ხოლო დილარას და დილარას გოგონას ჰაზალს გულსერენს. 15 წლის შემდეგ გულსერენი კვლავ ცხოვრობს სტამბოლის გარეუბანში დილარას შვილთან ჰაზალთან ერთად. ის ცდილობს საუკეთესო გარემო შეუქმნას თავის შვილს ჰაზალს. იგი ქმარმა მიატოვა. გულსერინი მუშაობს მაღაზიაში გამყიდველად, იმავდროულად დილარა ცხოვრობს გულსერენის ქალიშვილთან ჯანსუსთან და მის უფროს ვაჟიშვილთან ოზანთან ერთად ბოსფორზე ერთ-ერთ სასახლეში, აღუწერელ სიმდიდრეში. ის სტამბოლში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პატივცემულ ქალად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ის ცხოვრობს სიმდიდრეში, მისი ცხოვრება მეუღლესთან ჯიჰანთან (ერკანი) პრობლემურია. 15 წლის შემდეგ ჯანსუ ავტოკატასტროფაში მოჰყვება, რითაც მშობლები გაიგებენ სიმართლეს. ორი ოჯახის ინტრიგა, შვილების და მშობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება, სიტუაცია იძაბება, როდესაც დილარას ქმარს (ჯიჰანს) გულსერენი უყვარდება, მათი სიყვარული ბევრი დაპირისპირების მიზეზი გახდება.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დილარა გურფინარი/ტერზიოღლუ Ebru Özkan - დილარა ჯიჰანის მეუღლე და ასიმ ტერზიოღლუს შვილია. ის მიმზდველი, ძალიან ლამაზი ქალია,ის ასევე მაღალი სოციალური სტატუსის მქონეა, ის მეწილეა მსხვილი კომპანიისა სახელად "Dark Blue" . დილარა ვერ უმკლავდება ბიზნეს საკითხებს ამიტომ ის საქმეს, მის მეუღლეს ჯიჰანს გადააბარებს.ის არის პრეზიდენტი ფონდისა "მზრუნველობამოკლებული ბავშვები" . დილარა თანამგრძნობი და თავდაუზოგავი დედაა. ის არის ქალი, რომელიც ძალიან დაფასებულია საზოგადოებაში.
  • ჯიჰან გურფინარი Erkan Petekkaya - 41 წლის კაცი პატიოსანი და წარმატებული ბიზნესმენია, ის ცხოვრობს 20 წლიან ქორწინებაში დილარასთან და შილებთან ერთად ბოსფორზე, მაგრამ მათ შორის არ არის სიყვარული. მას გულსერენი უყვარდება და ითხოვს თავის ცოლთან განქორწინებას, თუმცა მან მისი ქალიშვილის გამო არჩევანი უნდა გააკეთოს: ან ოჯახის შენარჩუნება ან განქორწინება.
  • ჰარუნ ერგუვანი Barış Falay - ჯიჰანის ძველი მეგობარი, ის 20 წლის შემდეგ შურის საძიებლად დაბრუნდა მისი გარდაცვლილი დის გამო.[[1995]] წელს ჰაიალ ერგუვანმა თავი მოიკლა ჯიჰან გურფინარის გამო. ჰარუნი 20 წლის შემდეგ დაბრუნდა ძველი წყენის გასახსენებლად თუმცა შურისძიების გზაზე მასი ძლიერი სიყვარული ელობება დილარასადმი, დილარას და ჰარუნს ერთმანეთი უყვარდებათ. მათ სიყვარულს კი წინ უამრავი პრობლემა ელით.
  • აიშე Sukran Ovali - ჰაზალის ფსიქოლოგი, ჯიჰანის შეყვარებული და ჰარუნის დაა.
  • ოზკან გულფინარი Tolga Tekin - გულსერენის ყოფილი ქმარი, ის გერმანიაში არალეგალური სამუშაოს გამო გადაყვანილი იქნა ციხეში, წლების შემდეგ ის ბრუნდება სტამბოლში და ცდილობს მისი ბიოლოგიური შვილის დაბრუნებას.
  • ჯანსუ გურფინარი Leyla Tanlar - 15 წლის ძალიან თბილი და საყვარელი გოგონა, ჯიჰანისა და დილარას ქალიშვილი, ის ცხოვრობს სიმდიდრეში და სიყვარულში, არის ძალიან კარგი ცხენოსანი, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია მისი ძმა ოზანი.
  • ჰაზალ გულფინარი Alina Boz - გულსერენის 15 წლის ქალიშვილი,ის გაიზარდა უმამოდ და გაუსაძლის სიღარიბეში,მიუხედავად მისი მდგომარეობისა მას ყოველთვის უყვარდა სიმდიდრე და ფუფუნება,ჰაზალი ყოველთვის ატყუებდა დედას რადგან მასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა,სიმართლის გარკვევის შემდეგ მას მისი ნამდვილი მშობლები უზომოდ უყვარდება.
  • ოზან გურფინარი Burak Tozkoparan - ჯიჰანისა და დილარას პირველი შვილი,18 წლის სტუდენტი ,მამასთან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მას შემდეგ რაც გაიგო მამის და გულსერენის ურთიერთობის შესახებ,განსაკუთრებით უყვარს ჯანსუ და დილარა.
  • ჯანდან სოილუ Ahu Yagtu - დილარას ძველი მეგობარი, ის არის ძალიან ჭკვიანი და განათლებული ადვოკატი, მას სურს, რომ გურფინარების ოჯახი გაანადგუროს.
  • გულსერენ გულფინარი Nurgul Yesilcay - ცხოვრობს სტამბოლის გარეუბანში, ქმარმა მიატოვა და გერმანიაში წავიდა, ის მუშაობს პატარა მაღაზიაში გამყიდველად ,უყვარდება დილარას მეუღლე(ჯიჰანი), მაგრამ ტრაგიკულად დაიღუპება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]