შინაარსზე გადასვლა

ებრუ იოზქანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ებრუ იოზქანი
Ebru Özkan
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1978 (1978-11-18) (47 წლის)
ანკარა თურქეთის დროშა თურქეთი
მოქალაქეობა  თურქეთი
ალმა-მატერი ანკარის უნივერსიტეტის ენის და ისტორია-გეოგრაფიის ფაკულტეტი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2006-დღემდე
სიმაღლე 1.73 მ
წონა 55 კგ
მეუღლე(ები) ერთან საბანი

ებრუ იოზქანი (თურქ. Ebru Özkan; დ. 18 ნოემბერი 1978, ანკარა, თურქეთი) — თურქი მოდელი და მსახიობი. ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი გახდა სერიალიდან „ნამსხვრევები“.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრუ იოზქანი დაიბადა 1978 წლის 18 ნოემბერს, ანკარაში. ოჯახში სულ 4 და-ძმა არიან (3 და 1 ძმა). ებრუ ყველაზე უმცროსია. მან დაამთავრა ბილკენტის უნივერსიტეტი, სადაც 21 წლიდან 25 წლამდე სწავლობდა, ხოლო შემდგომ კი ჩააბარა ანკარის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა თურქული ენის, გეოგრაფის, ისტორისა და თეატრალურის ფაკულტეტზე. მისი მიზანი გამხდარიყო მსახიობი ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან დაიწყო ამიტომ უნივერსიტეტში სწავლისას მან დაიწყო მონაწილეობის მიღება თეატრალურ დადგემბში, მან მონაწილეობა მიიღო რომეო და ჯულიეტა-ში სადაც „ჯულიეტა“ განასახიერა.

ებრუს დებიუტი სატელევიზიო შოუში შედგა 2006 წელს „ზამთრის ზღაპარი“, სადაც მელისა განასახიერა. მისმა სილამაზემ და დამაჯერებელმა თამაშმა პროდიუსერებისა და რეჟისორების ყურადღება მიიქცია და მის ცხოვრებაში ახალი ეპიზოდი დაიწყო. სთავაზობდნენ სხვადასხვა საპნის ოპერებში მონაწილეობას, თეატრიდან ის დიდ კინოში გადმოინაცვლა.

2010 წელს მან მონაწილეობა მიიღო სერიალში „ჩინარის ხე“, სადაც განასახიერა ბერინი მას პარტნიორობა გაუწია ნურგულ იეშილჩამ და ასევე ნეჯათ იშლერმა.

სერიალმა „როლი ჩემს ცხოვრებაში“ ებრუს ნამდვილი წარმატება მოუტანა. აქედან დაიწყო ებრუს კარიერული წინსვლა, რასაც მოჰყვა 2014 წელს საკმაოდ ცნობილი ფილმის „უბის წიგნაკი“-ის თურქული ვერსია სადაც სუნას პერსონაჟი განასახიერა. 2014 წელს, მისი მონაწილეობით გამოვიდა სერიალი „ნამსხვრევები“ სადაც დილარა გურფინარის როლი შეასრულა, მან პარტნიორობა ერკან პეტეკაიასა და ბარიშ ფალაის გაუწია. მათი ერთობლივი პროექტი საოცრად პოპულარული გახდა და ის არაერთმა უცხო ქვეყანამ შეისყიდა. გარდა ამისა, სერიალმა მრავალი ჯილდო აიღო როგორც საუკეთესო საპნის ოპერა და წარდგენილიც იყო Golden Butterfly Awards-ზე, „ნამსხვრევები“ ინდონეზიაში ყველაზე რეიტინგულ სერიალად გამოცხადდა. უკანასკნელმა სერიებმა რეიტინგის პიკს მიაღწიეს, ქართველმა მაყურებელმა სწორედ ამ სერიალით გიცნო ებრუ, ებრუმ ამ როლით მიიღო ჯილდო როგორც საუკეთესო მსახიობი დრამა ჟანრში, თამამად ჩაცმულობამ კი მას ერთ-ერთი თურქი სექს სიმბოლოს სახელი მიანიჭა.

2015 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ქარის მოგონებები“ სადაც პარტნიორობა ტუბა ბუიუკუსტუნს და მის მეუღლეს ონურ საილაკს გაუწია ფილმის გადაღება 4 ქვეყანაში მიმდინარეობდა თურქეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და საქართველოში. Montreal Türk Filmleri awards-ზე კი საუკეთესო თურქული ფილმის ტიტული მიენიჭა. დღესდღეობით ებრუ არის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი თურქეთში, რომელსაც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იცნობენ.

ებრუ იოზქანი 2013 წლიდან ურთერთობაშია ასევე თურქ მსახიობ და მწერალ ერთან საბანთან, ისინი ურთიერთობას არ ასაჯარაოებდნენ, თუმცა ჟურნალისტებმა და პაპარაცებმა ისინი ერთად დაფიქსირეს საღამოზე. წყვილი ერთად ცხოვრობს და 2016 წლის 3 იანვრიდან ქორწინებაში იმყოფებიან.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006ფ ზამთრის ზღაპარი Kabuslar Evi: Bir Kış Masalıმელისა
2007ფ შავი მარგალიტი Kara İnciსეიჩილი
2010ფ ჩინარის ხე Çınar Ağacıბერინი
2009-11ფ ფერმის ქალი Hanımın Çiftliğiჰალიდე
2011-12ფ დედები და შვილები Anneler ile kızlarıდეფნე
2012ფ როლი ცხოვრებაში Hayatımın Rolü ელა
2014ფ უბის წიგნაკი Not Defteri სუნა
2014-16ფ ნამსხვრევები Paramparça დილარა
2015ფ ქარის მოგონებები Rüzgar hatıraları ლეილა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]