შინაარსზე გადასვლა

მღვიმევის წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მღვიმევის წმინდა ბარბარეს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში.

დარბაზული ტიპის ეკლესია აგებულია უხეშად ნათალი ქვით დუღაბზე. ტაძარს ჰქონოდა შვერილი აფსიდი. ჩამოქცეული კედლებიდან ყველაზე უკეთ შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი, რომელზეც გაჭრილია ერთი კარი და ორი სარკმელი. თაღოვანი ფორმის კარ-სარკმელთა საპირეები გაფორმებულია ლილვებით. კუთხის წიბოები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. ადგილ-ადგილ შეინიშნება მარტივად პროფილირებული ლავგარდანი. ჩრდილოეთ კედელი შიდა მხრიდან დანაწევრებულია პილასტრებითა და მათზე გადაყვანილი თაღებით. ასევე შემორჩენილია სამკვეთლოს ნაწილი, რომელშიც ქვედა მხარეს ერთმანეთის გვერდზე გაჭრილია ორი სხვადასხვა ზომის ნიშა. დასავლეთ კედელში ჩრდილოეთით იკითხება ერთი სარკმელი, ასეთივე იყო სამხრეთ ნაწილშიც. ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული დეტალები (კარ-სარკმელთა მოყვანილობა, ლილვები, პილასტრები და მათზე გადაყვანილი თაღები).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24289