მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი
იერსახე
მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი (სპარს. محمد بن موسی خوارزمی; დ. დაახლ. 780, ხვარაზმი — გ. დაახლ. 850) — სპარსი მათემატიკოსი, ასტრონომი და გეოგრაფი.[1][2] წარმოშობით ხვარაზმიდან იყო. VIII საუკუნის ბოლო წლებში გადასახლდა ბაღდადში, სადაც 815 წლიდან სათავეში ჩაუდგა „სიბრძნის სახლს“, — ბაღდადის ხელნაწერთა საცავს. არითმეტიკისა და ალგებრის მისმა ფუძემდებლურმა ტრაქტატებმა დიდი გავლენა მოახდინა მათემატიკის განვითარებაზე. მან პირველმა გამიჯნა ალგებრა არითმეტიკისგან და განიხილა იგი როგორც დამოუკიდებელი საგანი. ტერმინი „ალგებრა“ მისი წიგნის სათაურიდან მომდინარეობს (კერძოდ სიტყვიდან al-jabr, რაც ნიშნავს „დასრულებას“ და „ხელახლა გაერთიანებას“). ასევე, მისი სახელის ლათინურ ვერსიიდან (Algorithmi) მომდინარეობს სიტყვები ალგორითმი და ალგორიზმი.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 475.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Toomer 1990
- ↑ Oaks, Jeffrey A.. Was al-Khwarizmi an applied algebraist?. University of Indianapolis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-15. ციტირების თარიღი: 2008-05-30.
- ↑ Daffa, Ali Abdullah al- (1977). The Muslim contribution to mathematics. London: Croom Helm. ISBN 978-0856644641.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: