მუშა (ჟურნალი)
იერსახე
მუშა — ქართული არალეგალური მუშათა ხელნაწერი ჟურნალი. გამოდიოდა 1889–1891 წლებში თბილისში. გამოიცა 10 ნომერი.
ჟურნალის პუბლიცისტურ წერილებში ასახულია მუშათა პოლიტიკური უუფლებობა და სოციალური უთანასწორობა; ავტორები ააშკარავებდნენ კაპიტალიზმის ნამდვილ ბუნებას, მოითხოვდნენ ექსპლუატატორებისა და თვითმპყრობელობის შეიარაღებული ბრძოლით დამხობას. „მუშაში“ დაბეჭდილი მხატვრული ნაწარმოებები სოციალურ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოტივებზეა აგებული. ჟურნალის ავტორები იყვნენ მ. ბოჭორიძე, ა. ოქუაშვილი, მ. თოიძე, ზ. ჭიჭინაძე, ვ. ცაბაძე, გ. ბასილაშვილი, ს.აზმაიფარაშვილი, ვ. ყულიჯანაშვილი, ტ. ბოქულაშვილი და სხვები. რედაქტორები — მ. ხომაზუროვი, მ. სიმონიძე. ჟურნალი დაცულია ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში (ლონდონი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგოშიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 215.