მურვან გურკლელი
იერსახე
მურვან გურკლელი — XIII საუკუნის 60-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე (ვარაუდით გურკლელი მახუნჯაგისძე, ბეშქენის სახლის წევრი, შესაძლოა ძმა). მოღვაწეობდა დავით VII ულუს კარზე. 1260 წელს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული მეფის მხარეზე იბრძოდა ახალდაბასთან. XIII საუკუნის 60-იან წლებში გურკლელი ტყვედ ჩაუვარდა სამცხე-ჯავახეთში შემოსეულ მონღოლთა რაზმს, რომელსაც ალათემური სარდლობდა. გურკლელმა თავი დააღწია ტყეობას, შეკრიბა ლაშქარი და შეებრძოლა მტერს. ამის შემდეგ გურკლელთა გვარი წყაროებში აღარ იხსენიება. როგორც ჩანს, მომძლავრებულმა ჯაყელთა სახლმა წაართვა მათ მამული. სოფ. გურკელთან ერთად გურკლელთა სახლმა დაკარგა თავისი გვარწოდებაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 224.