გურკლელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურკლელებიფეოდალური საგვარეულო შუა საუკუნეების საქართველოში. გვარი „გურკლელი“ წარმოდგება საგვარეულოს მემკვიდრეობითი მამულის — სამცხის სოფელ გურკელისაგან (ახლანდელი ახალციხის მუნიციპალიტეტი). დაწინაურებული ჩანს XIII საუკუნეში. ამ საგვარეულოს წარმომადგენელთაგან ცნობილია:

1250-1260-იან წლებში გურკლელები მონაწილეობდნენ დავით ნარინისა და დავით ულუს აჯანყებებში მონღოლთა წინააღმდეგ. ამის შემდეგ გურკლელთა გვარი წყაროებში აღარ იხსენიება. როგორც ჩანს, მომძლავრებულმა ჯაყელთა სახლმა წაართვა მათ მამული. სოფელ გურკელთან ერთად გურკლელთა სახლმა დაკარგა თავისი გვარწოდებაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 315, თბ., 1978