შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ტოლმაჩი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ტოლმაჩი) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ტოლმაჩი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′26″ ჩ. გ. 37°37′13″ ა. გ. / 55.74056° ჩ. გ. 37.62028° ა. გ. / 55.74056; 37.62028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი ტაძარი-მუზეუმი, მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735470000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ლონგინ დობრინინი
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი-მუზეუმი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულის სახელზე, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს. ტაძარი არის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის მუდმივი ადგილსამყოფელი.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

პირველი ხის ეკლესიის მშენებლობის შესახებ ისტორიული წყაოები მიუთითებენ 1625 წელს[1]. ქვის ტაძარი კი ააგეს 1697 წელს, მისი ავტორია ლონგინ დობრინინი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სულიწმნდის სახელზე, ხოლო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საკურთხეველი ეგვტერში გადაიტანეს. ეკლესია 1697-1770 წლებში ეკლესიას სულიწმინდა ეწოდება, ხოლო შემდეგ მიიღო წმინდა ნიკოლოზის სახელი.

1770 წელს სატრაპეზოში მიაშენეს ეგვტერი ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ეგვტერის მშენებლობა დააფინანსა პირველი გილდიის ვაჭრის დემიდოვის ქვრივმა. 1834 წელს სატრაპეზო გადააკეთეს ფიოდორ შესტაკოვის პროექტის მიხედვით.

1855 წელს ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს ვასილი ნეჩაევი. 1889 წლიდან კი ეკლესიის მღვდელია დიმიტრი კოსიცინი.

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი 1929 წელს დახურა. 1993 წელს აღსდგა ღვთისმსახურება. 1996 წლის 8 სექტემბერს მთავარი საკურთხეველი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.

1997 წელს დასრულდა ტაძრის რეკონსტრუქცია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. На сайте ГТГ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-16. ციტირების თარიღი: 2018-04-16.