მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ბოლვანოვკა)
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′34″ ჩ. გ. 37°39′09″ ა. გ. / 55.74278° ჩ. გ. 37.65250° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | მოსკოვური ბაროკო |
თარიღდება | XVII საუკუნე |
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში. აგებულია 1697-1712 წლებში.
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ზედა ტაძარი - მოცქულების პეტრესა და პავლეს სახელზე. სატრაპეზოს ეგვტერები - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა და იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარი მდებარეობს ტაგანის სლობოდის ცენტრში, ადგილზე, რომელსაც ეწოდება ბალვანოვკა. პირველი ეკლესია თანამედროვე ტაძრის ადგილზე იყო ხელოსნების სამრევლო ტაძარი. არსებობს მოსაზრება, რომ პირველი ხის ეკლესია აქ ააგეს 1506 წელს, მაგრამ იგი ისტორიულ დოკუმენტებში არ მოიხსენიება 1632 წლამდე. ცნობილი არაა როდის დაიწყო ქვის ეკლესიის მშენებლობა. ერთ-ერთი ვერსიის თანხმად 1682 წელს პატრიარქ იოაკიმეს კურთხევით დაიწყო ქვის ტაძრის შენებლობისათვის მრევლში შემოწირულობის შეგროვება, მაგრამ ტაძრისთვის საკმარისი თანხა მხოლოდ 1697 წლისთვის შეგროვდა. მეორე ვერსიის თანახმად, მალევე შეაგროვეს და 1682 წელსვე ააგეს მცირე ზომის ეკლესია სამრეკლოსთან ერთად, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისში იგი ააგეს თავად გაგარინის დაკვეთით.
ქვის ტაძარი, რომელიც ჩვენს ეპოქამდეა შემონახული ააგეს ცნობილი მოსკოველი ხუროთმოძღვრის ოსიპ სტარცევის ხელმძღვანელობით. სტარცევი ცნობილი იყო თავისი კონსერვატიული არქიტექტურით (არსებობს მოსაზრება, რომ მისი კონსერვატიზმი წინააღმდეგობაში მოდიოდა პეტრე I დიდის რეფორმებთან) და ეკლესია მან ააშენა ტრადიციულ მოსკოვურ სტილში, რომელსაც „ნარიშკინის ან მოსკოვურ ბაროკოსაც“ უწოდებენ. ბალვანოვკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარს ზოგჯერ ძველი მოსკოვის შუა საუკუნეების უკანასკნელ არქიტექტურულ ძეგლსაც უწოდებენ. ტაძარი, სატრაპეზო და სამრეკლო განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე. თავად ტაძარი ორსართულიანია, ქვედა სართული ე. წ.„ თბილი“ ტაძარია, ანუ თბება ზამთრის მსახურებისთვის. მისი საკურთხეველი ნიკოლზ საკვირველთმოქმედის სახელზეა ნაკურთხი. ზევა სართულზე საზაფხულო ეკლესიაა, რომლის საკურთხეველიც პეტრე და პავლე მოციქულების სახელზეა ნაკურთხი. სატრაპეზოს ეგვტერები ნაკურთხია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა და იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღის სახელზე. ტაძრის კურთხევა შედგა 1712 წელს.
ეკლესია ძლიერ დაზარალდა XVIII საუკუნის ძლიერი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა თეთრი ქვის დეკორაცია. ეკლესია კვლავ მრევლის ფინანსებით აღსდგა. 1875-1876 წლებში ეკლესია გადააკეთეს არქიტექტორ ვასილი კარნეევის პროექტის მიხედვით.
ეკლესია დახურეს დაახლოებით 1920 წლისთვის. 1944 წელს მეტროსადგურ ტაგანსკაიას მშენებლობისა და ტაგანის მოედნის გადაკეთების მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება ეკლესიის დანგრევის შესახებ. მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლოს ზედა სართული, მაგრამ საბოლოო ვანგრევისაგან იგი გადაარჩინა არქიტექტურის ძეგლის სტატუსის მიღებამ. შემდეგ წლებში ეკლესია აღადგინეს, მაგრამ მხოლოდ გუმბათი და ჯვარი არ დააბრუნეს.
1990 წელს ეკლესია დაუბრუნდა მორწმუნეებს. დიდი შრომის ფასად მოხდა ეკლესიის რესტავრაცია. ეკლესია მიწერილია მეზობლად მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაზე.
ეკლესიაში დაცული იყო სერგი რადონეჟელის ხატი, რომელიც დაწერილი იყო მისი ძმისშვილის, ფიოდორის მიერ, რომელიც იყო სიმონოვის მონასტრის არქიმანდრიტი და შემდეგ როსტოვის მთავარეპისკოპოსი.