შინაარსზე გადასვლა

მონეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონეტა (ლათ. moneta) — ლითონის ფულის ერთეული; ლითონის რომელიმე სახეობისაგან მოჭრილი ფული, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფორმა, წონა, სინჯი და ღირებულება. თავდიპრველად სიტყვა „მონეტა“ იყო ქალღმერთ იუნონას ერთ-ერთი ეპითეტი და ნიშნავდა დამრიგებელს. სახელი მომდინარეობს კაპიტოლიუმის ბორცვზე (ქ. რომი) იუნონა — მონეტას ტაძარში მოთავსებული ზარაფხანისაგან, სადაც იჭრებოდა ლითონის ფული. მონეტის სამშობლოდ მიჩნეულია ლიდია. ძვ. წ. VII საუკუნიდან მონეტამ მრგვალი ფორმა მიიღო და მისი სრულფასოვნების გარანტიას სახელმწიფო იძლეოდა. მონეტის შემოღებამდე მიმოქცევაში იყო ლითონის სხვადასხვა ფორმის ზოდები.

მონეტის მოჭრა საქართველოში ძვ. წ. VI საუკუნიდან დაიწყო და სისტემატურად გრძელდებოდა 1834 წლამდე. ტერმინი მონეტა ძველ ქართულ წყაროებში არ იხსენიება. სამონეტო საქმიანობა საქართველოში განახლდა 1995 წლიდან. მონეტის მოჭრის უფლება, როგორც წესი, სახელმწიფოს კომპეტენციაა; ამდენად, მონეტა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საბუთია.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: