მომხმარებლის განხილვა:Kolxi ana

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

--Ventusa 11:06, 29 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ანა. მართალია ავანტიურისტი წამომწყები და ინტრიგანი მიწოდე, მაგრამ მაინც დაგეხმარები და გირჩევ რომ ამ გვერდს გადახედე და ქართულად წერა ისწავლე, თორემ ამის მერე ლათინურად დაწერილი ტექსტები წაიშლება. ვიღიმი Dato deutschland 16:11, 29 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]


ვიკიპედიაში ყველა გადაწყვეტილებას კენჭს ვუყრით. ასეთი მნიშვნელოვანი რამ ერთი კაცის გადასწყვეტი არაა. ვიკიპედიელები ჩემს პროვოკაციაზე კი არ წამოეგნენ, არამედ ეს იდეა ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელს გაგვიჩნდა. ამიტომ მე პროვოკატორს ნუ მეძახი ვიკრიჭები, თანაც მარტო მე ხომ არა ვარ მომხრე... ვიცი მეგრელები რომლებიც სიხარულით შეხვდნენ ამას. თუ მეგრული იცი, ჯობია დაგვეხმარო, ბევრი საქმეა. თუნდაც ის ”დამახინჯებული” სიტყვები რომ გაასწორო, ძალიან კარგი იქნება. სხვათა შორის ეს სიტყვები თვითონ ვისწავლე მეგრული ვიკის დახმარებით. Dato deutschland 16:31, 29 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]


”ერთ ბაიტიანი” არაქართული კრიტიკის შემდეგ ვიკიპედიელებს რომ ეუბნები, ”მტრის (ანუ ჩემს) წისქვილზე ასხამთ წყალსო”, ეს ჩემი აზრით დამცირება და შეურაცხყოფაა არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვა ვიკიპედიელებისთვის. Dato deutschland 10:45, 4 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]


წორ მარგალურ სიტყვეფშენი[წყაროს რედაქტირება]

ვინ თქვა ვერ ისწავლიო ?! უკვე ვისწავლე, რომ დიდა ქალაქ კი არა, - ნანანოღა ვიკრიჭები

რაც შეეხება მეგრულ ანბანს, აი ნახე მეგრული ანბანი, მაგრამ არა მგონია გამოგადგეს. იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო სადავოა, ვიდრე ენა და დიალექტი. მე უბრალოდ ასე ვთვლი, რომ მეგრული ანბანი სხვაა, ყოველ შემთხვევაში ქართულისგან განსხვავებული ზოგიერთი ასო აქვს დამატებული. :)).

ესეიგი ხვარებელ შენი აზრით ხელოვნური სიტყვაა და მეგრულადაც მომხმარებელია? ძალიან გთხოვ შენი აზრი მიაბი ჩემს მიერ დაწერილ ვარიანტებს (ტერმინოლოგიაში) რომ სხვებმაც გაიგონ. ისე მე მინდა რომ ხელოვნური სიტყვებიც შემოვიტანოთ მეგრულში (თავის დროზე იგივე სიტყვა ქართულშიც ხელოვნური იყო). სხვა სიტყვების თაობაზე რას იტყვი? (თარგი, ბმული, განხილვა)

რჩევა: მეგრულზე (ვიკიზე) მე არ გიბრაზდები, მაგრამ ”სიდებილეაო” ყავახანაში არ დაწერო, თორემ აქ შენგან განსხვავებული აზრი უფრო მეტს აქვს ვიდრე საერთო. (ამ საკითხში). ვიღიმი

თხოვნა: დაგვეხმარე, და ეს სიტყვები გადათარგმნე მეგრულად, რომელიც არასწორადაა გადათარგმნილი - გაასწორე. Dato deutschland 14:23, 6 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ანა, მე და ზოგიერთი ასე ვთვლით რომ მეგრული ენაა, მაგრამ შენ თუ გინდა დიალექტი უწოდე, ეს დიდი პრობლემა არ არის რადგან ვიკიპედიები დიალექტებზეც არსებობს. მე უბრალოდ ვთვლი, რომ მეგრული ვიკიპედია მეგრული ენისთვის იქმნება. ზოგიერთი და მათ შორის შენც თვლი, რომ დიალექტისთვის. მე კი არა ბევრი ქართველი მეცნიერი დაობდა (და დავობს) ამ საკითხსე და შენ თუ თვლი, რომ მე სწორ გზაზე დაყენება მჭირდება, ეგ იგივეა, რომ ოთარ ქაჯაიას, ივანე ჯავახიშვილს და სხვებს თავის დროზე სწორ გზაზე დაყენება სჭირდებოდა. თუ გინდა დაგვეხმარე, თუ არა და წარმატებებს გისურვებ ქართულ ვიკიპედიაში.

კარგი, როგორც ბატონი ივანე ამბობდა იყოს ენაკავი. ეს სიტყვა ორივეს გვამართლებს (ენა + კავი(კილო)) ვიღიმი. მეც ამის შემდეგ მეგრულს ვუწოდებ ენაკავს და შენც ასე უწოდე (მგონი კარგი გადაწყვეტაა). რაც შეეხება გერმანულის კილოებს, ძალიან აზვიადებ. გერმანული დიალექტები ყველა გერმანელს შეუძლია გაიგოს. სხვათა შორის გერმანულ დიალექტებზეც არის ვიკიპედიები ვიკრიჭები.

მეორე თხოვნა: შეიქმნება თუ არ შეიქმნება მეგრული ვიკი, არ მინდა რომ ჩვენს შორის ჩხუბი იყოს მუდმივად (მითუმეტეს, რომ აქამდე ასეთი რამ არავისთან მქონია ვიკიპედიაში). მართალია ჯერ მხოლოდ ვკამათობთ, მაგრამ, კამათი დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს... გაითვალისწინე სხვისი აზრიც, (მარტო ჩემსას არ ვგულისხმობ) და თუ შეიქმნება მეგრული ვიკი, ნუღარ გავაგრძელებთ კამათს და ვიმუშაოთ მეგრული ენაკავის ვიკიპედიაში ერთად!


კარგი, იყოს მეგრული მეტყველება. ასეთ სახელზეც თანახმა ვარ ვიღიმი. მგონი ახლა უკვე ჯობს, რომ ეს სხვებსაც გავაცნოთ. იყოს მომხმარებელ, ჩემგან პრობლემა არ არის, მაგრამ ვუთხრათ სხვებსაც, რომ ხვარებელ არ დაწერონ. Dato deutschland

Мегрельская Википедия[წყაროს რედაქტირება]

Приглашаем Вас принять участие в обсуждении (тема мегрельская и карельская Википедии), а также просим Вас активизироваться в работе над созданием полноценного раздела Википедии на мегрельском языке. Будем Вам признательны! --Kaiyr 17:50, 14 January 2011 (UTC)