მომხმარებლის განხილვა:Henry McClean/არქივი 19

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Welcome, welcome! მიხარია, რომ შენმა შვებულებამ დიდხანს არ გასტანა ვიკრიჭებიMikheil მიწერა 12:45, 25 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

) სალამი, მიხეილ.

დიდი არაფერი მომხდარა ამასობაში, მაგრამ...ისე გადავხედე ისტორიას და მაოცებს - რამდენი ხანი უგორებთ წითელ კოჭს იმ გოგოს. ისეთი სურათია გვერდიდან რომ შეხედო - პატარა ბავშვზე უარესად იქცევა, აქამდე ვინ მოუთმენდა. რით ვეღარ დაბლოკეთ ეს ადამიანი, მარტო მისი მნიშვნელოვანი წვლილის გამო ვაჩერებთ ამდენი ხანი? უპრიანი იქნება, დიდი ხნით დაიბლოკოს, თუ ასე განაგრძობს და არავითარი პატიება, თორემ კიდევ უფრო გათავხედდება, ასე მგონია. ისედაც ყველანაირი წესი ფეხებზე ჰკიდია, მიუხედავად იმისა, რომ ასჯერ აუხსნეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:14, 25 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, ჰენრი. კოჭის გორებაა და მეტი არაფერი. კიდევ ერთიც და ახლა უკვე დაიბლოკება. — Mikheil მიწერა 14:25, 25 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

შეჰზადე ბაიაზიდი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ჰენრი ! როგორ ხარ? ვიცი ახლა რასაც მოგწერ სანამ ნახავ იქამდე გაასწორებ, მაგრამ მაინც მინდა მოგწერო: ვიღარ ანონიმური მომხმარებელი სტატიებს ურევს და უცენზურო სიტყვებს წერს. ბევრჯერ შევნიშნე რამდენჯერ დაბლოკე მაგრამ როგორც ჩანს ახალ-ახალი ანგარიშებით შემოდის. ძალიან გთხოვ კონკრეტულად შეჰზადე ბაიაზიდის სტატია გაასწორე. პატივსცემით --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:13, 29 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

დაბლოკეს უკვე. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:52, 29 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჰენრი! რაიმე პოსტერი ხომ არ გეგულება თუთაშხიასთვის ?. - ოთოჯი განხილვა 11:16, 6 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

საბჭოთა ვარიანტ Берега-დან (საბჭოთა ვარიანტში რუსულად ხომ მაგ სახელით იყო) შეიძლებოდა აღება, მაგრამ რაღაც ვერ ვნახე კინოპოსტერი, დვდ კი არის. არა და დარწმუნებული ვარ, პოსტერი არსებობს. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:09, 6 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

შესაფერისი ვარიანტი ვერც მე ვერ ვნახე. - ოთოჯი განხილვა 13:42, 6 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

იყოს ჯერ კადრი, მანდ კარგად ჩანს. როდესაც პოსტერი არ არის, შემხვედრია ან კადრი, ან სატიტულო კადრი (ფილმის სახელწოდებით). --Henry McClean განხილვაწვლილი 13:56, 6 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

თუკი რაიმე პოსტერი გამოჩნდა მთლად კარგი, მანამდე კადრი იყოს. - ოთოჯი განხილვა 14:00, 6 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, ნახე ნაიტ შიამალანი, სადაც სექციებს რესურსები ინტერნეტში და სქოლიოს შორის შეამჩნევ დაშორებას (ახალი პრობლემაა), როგორც ჩანს თარგ:{{Imdb სახელი}} ელემენტარული შეცდომაა, თარგში შენმა ცვლილებამ ხომ არ გამოიწვია ეს ? :). - ოთოჯი განხილვა 17:49, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

პირიქით, ოთო, ჩემს ცვლილებამდეც იყო და იმიტომ ვიქექე. არაფერი ქნა, სანამ სტრიქონები არ ამოვშალე. ანუ რესურსებს და სქოლიოს შორის სტრიქონები არ უნდა დავტოვოთ. მაგრამ რის გამოა ეს, არ ვიცი. ალბათ გლობალურია, ან ლოკალური, მაგრამ ჩვენ ვერ შევასწორებთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:51, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვახ, ვეღარ გავიგე რაშია საქმე. ეს თარგი {{Imdb}} ჩავსვი სტატიაში და მუშაობს, ნახე. - ოთოჯი განხილვა 17:55, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი, თითქოს წინა თარგის არქიტექტურა წესრიგში იყო... --Henry McClean განხილვაწვლილი 17:57, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მაგიტომ გითხარი. რაღაც ირევა თარგებში, რამდენიმე თარგში შემხვდა ეგ პრობლემა უკვე. - ოთოჯი განხილვა 18:00, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგებში ყველაფერი წესრიგშია. ახალ ქვეთავს რომ ხსნის, მაშინ ხდება ეგ.

ნებისმიერი ტექსტი/წინადადება
==სქოლიო==

გვიჩვენებს ამგვარად:

ნებისმიერი ტექსტი/წინადადება

ეფექტს ვიზუალურად ზრდის ვიკიფორმატირების ნიშან * ფიფქს გამოყენება წინადადებების წინ სიის შესაქმნელად. — G.G. 20:42, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

Henry, ITshnik, მუსიკოსებო, რას იტყვით, ამ სტატიის დასახელება მოგწონთ? ასეთი სტატია მარტო ერთი იყო, მე-5 სიმფონია და იმისი ანალოგიით შევქმენი, თუმცა ნომრის ნიშანი მე არ მომწონს. გერმანულად ქვია უბრალოდ მე-9 სიმფონია (9. Sinfonie). თუმცა, თუკი ერთი სტანდარტი გვინდა სამომავლოდ შექმნილი ასეთი სტატიებისათვის, მაშინ მარტო გერმანულს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან სიმფონიები ფრანგებსაც აქვთ დაწერილი, იტალიელებსაც, რუსებსაც და ა. შ. რას იტყვით თქვენ? Deu. 05:20, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სალამი, დათო, იმედია, ყველაფერი კარგად მიდის შენსკენ. მე ამ დასახელებაში ერთი მაინტერესებს - ზოგადად გერმანულში რატომ ჰქვია ასე, ოფიციალური დასახელება ასეთია, ავტორმა ასეთი ფორმატით დაარქვა? კარგი იქნება, თუ ჩვენი მიახლოებული იქნება. ანუ გერმანული ზუსტად და კონკრეტულად Neunte Sinfonie-ს აღნიშნავს? --Henry McClean განხილვაწვლილი 16:16, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, რიცხვი, რომელსაც წერტილი ახლავს, რიგობითია. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ ყურადღებას მივაქცევთ ორიგინალურ დასახელებას, მაშინ გამოვა, რომ იტალიურ სიმფონიებს სხვანაირად უნდა დავარქვათ სახელი, ფრანგულს სხვანაირად, რუსულს სხვანაირად და ა. შ. ეს იმიტომ, რომ სიმფონიების ნომრებს სხვადასხვანაირად აღნიშნავს ყველა ენა. თვითონ გერმანულ ენაში კი ეს ერთი სტანდარტია და ყველა სიმონიას, იტალიური იქნება თუ ფრანგული, ასე აღნიშნავენ (9. Sinfonie).
ისე კი, ეს უფრო ენის სტანდარტიზაციის საკითხია, ვიდრე ოფიციალური დასახელებისა. ეს იმიტომ, რომ სიმფონიები ავტორებს არ გადაუნომრავთ, თუ არ ვცდები დალაგებულია ქრონოლოგიურად მხოლოდ. სტანდარტულ სახელად კი ყველა კლასიკოსის ნაწარმოებს თავისი ნომერი აქვს მინიჭებული, რაც სულაც არ ემთხვევა სიმფონიის რიგიოთობის ნომერს (მაგ. მოცარტის მე-40 სიმფონია აღინიშნება ნომრით KV 550. Deu. 16:24, 11 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით, სახელი სწორად არის არჩეული, ბევრი ვიკი წერს მსგავსი სტანდარტით, მაგრამ გადამისამართება ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიიდან არ უნდა იყოს ურიგო. — G.G. 09:02, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ფარელ უილიამსი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ჰენრი, როგორ ხარ? შენთან ერთი კითხვა მაქვს. საქართველოში ძალიან ბევერს ჰგონია, რომ სწორია ფარელ ვილიამსი და არა ფარელ უილიამსი, ამიტომაც გადამისამრთება ხომ არ გაგვეკეთებინა ფარელ ვილიამსზე?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 04:57, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, მე არ ვიცი, ვის რა ჰგონია. იმდენი უილიამსი გვაქვს ვიკიში, ყველაზე 'ვილიამსიდან' გადამისამართებას ნაღდად არ გავაკეთებთ. ვისაც ეშლება ქართულად მსგავსი ცნობილი გვარების წერის პრინციპი, თავისი პრობლემაა და არა ჩვენი. --Henry McClean განხილვაწვლილი 04:59, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი, მცდარი და გავრცელებული სახელებიდან გადამისამართებას ყოველთვის ვაკეთებთ. იხ. მე-2 დადგენილება. Deu. 05:06, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მერე აქამდე სად ვიყავით? :) ხომ ვწერდით უილიამსს და მშვენივრად პოულობდა ხალხი. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:07, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
რა ვიცი, რა ვიცი, იქნებ ვერც პოულობდა : )). აუცილებელი რა თქმა უნდა არაა, ყოველთვის გადამისამართებები აკეთო, მაგრამ თუ გიორგის უნდა ასეთი გადამისამართებების გაკეთება, მგონი არ უნდა დავუშალოთ, შეცდომა არაა ეს. Deu. 05:09, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
არა მე არაფერი არ მინდა, უბრალოდ აი გუგლშიც რომ ჩაწერო ქართულად ფარემ ვილიამსი უფრო მეტს გაჩვენებს, ვიდრე ფარელ უილიამსზე.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 05:10, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი, გამოგიტყდები და, მეც ერთხელ ლამის გავგიჟდი ვიკიპედიაში როჯერ ვოტერსზე სტატია რომ ვერ ვიპოვე და მაშინ გავაკეთე ეს :D. Deu. 05:12, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გააკეთოს, თუ ეს ვიკის ერთ-ერთი დებულებაა, ამ შემთხვევაში დაბრკოლებას ვერ ვხედავ. სიმართლე რომ ვთქვათ, ერთადერთი, რის გამოც ამ ადამიანის შემმოწმებლის სტატუსის ჩართვას ვეწინააღმდეგები, არის ის, რომ უფრო გაბედულად უნდა იმუშავოს ამხელა გამოცდილებით. გადამისამართების გაკეთება არასწორი რომ ყოფილიყო, ავუხსნიდით (მას შემდეგ, რაც თავად გააკეთებდა, სხვებთან კონსულტაციის გარეშე). --Henry McClean განხილვაწვლილი 05:14, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, გუგლში ალბათ იმიტომ აჩვენებს, რომ (სავარაუდოდ) ფორუმებზე, ფეისბუკზე და თანამედროვე საინფორმაციო საიტებზე წერია, სადაც არაფრად აგდებენ საერთოდ მართლწერას და სხვა საჭირბოროტო თემებს. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:14, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა ყველა უილიამსზე, რომელიც ვიპოვე. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:25, 12 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ბოლო ცვლილებების ვიკი-ორდენი
ჰენრი, ქართულ ვიკიპედიაში ბოლო ცვლილებების მუდმივი კონტროლისათვის და შესაბამისად, გაწეული უმძიმესი სამუშაოებისათვის გადმოგეცემა ბოლო ცვლილებების ვიკი-ორდენი. გილოცავ და წარმატებები!. - ოთოჯი განხილვა 19:13, 16 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა! --Henry McClean განხილვაწვლილი 20:16, 16 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! თქვენს შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ წიგნის შეცდომებსაც ასწორებთ. შემდეგში ისე დავწერო, როგორც ინგლისურ ვარიანტში წარმოითქმის? --T.Meskhi განხილვაწვლილი 12:39, 22 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გამარჯობა! საერთოდ ენციკლოპედიურად ვერ დასტურდება შემოტანილი ინფორმაცია. უყურე, ბმულიც კი გაუკეთებია იმთავითვე. რაიმე სანდო წყარო თუ არ არის ჯობია წავშალოთ ხოლმე, მსგავსი სტატიები, რაღაც დამაეჭვა ამ სტატიამ :). - ოთოჯი განხილვა 20:24, 6 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აჰ მეც...იმიტომ მოვითხოვე წყარო. თუმცა უარესად ყოფილა საქმე.--Henry McClean განხილვაწვლილი 20:26, 6 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰო, გვემაიმუნება ალბათ, წავშალე მაგიტომ :). - ოთოჯი განხილვა 20:31, 6 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

Hi, dearest Henry McClean, how are you?

Thanks a lot to help me for translate the picture of ამილკარე პონკიელი. Please, I put another picture, and I ask a minute of your time to translate it.

Thanks a lot for your precious help

Rei Momo განხილვაწვლილი 05:45, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

{{ტესტი}} რატომ არა? ვიღიმი Deu. 07:18, 14 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

წითელ ფერზე ამბობ კონკრეტულად? კაი, ჯანდაბას, წითელი ფერი იქით იყოს და როგორ უნდა მიუთითო ადამიანს კონკრეტულად, რომ ასეთი შინაარსი ვიკიში არ იწერება? არ ესმით და წაკითხვაც ეზარებათ და არ ჯობია, ლაკონურად ეწეროს, რომ მსგავსი ტიპის შიგთავსი ვიკიპედიაში მიუღებელია? --Henry (მომწერეთ) 07:31, 14 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერი თარგი გვაქვს ასეთი მომხმარებლებისთვის პირევლი ტესტისას, ასევე მეორე ტესტისთვისაც გვაქვს და მესამისთვისაც, რის შემდეგაც იბლოკება. მგონი მშვენიერი სისტემა გვაქვს, რომელსაც ყველანი ვიყენებთ :). თუ არ წაიკითხავს, ეგ თავისი პრობლემაა და დაიბლოკება. Deu. 07:36, 14 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

საკუთარი მესიჯების დატოვება ჯერ არავის აუკრძალავს, დათო. ნოდარს მაგალითად, საკუთარი გაფრთხილებები აქვს და უწერს ხალხს. ლაკონური გაფრთხილება იმისთვის მაქვს აწყობილი, რომ წაიკითხოს ერთ წამში. მაგათ კი არა, რეგისტრირებულ მომხმარებლებსაც კი ეზარებათ ინსტრუქციების წაკითხვა. როდესაც ვიყენებ ტესტს, მაშინ ვიყენებ მშვენივრად და ინტენსიურადაც, ეს არ მეშლება. --Henry (მომწერეთ) 07:40, 14 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დევიზ დარჯანია[წყაროს რედაქტირება]

ჰენრი გამარჯობა. დევიზ დარჯანია ეს სტატია ნახე რა. რა სჭირს ვერ გავუგე. ინფოდაფას დაბლა აჩვენებს. --JABA 1977 19:16, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეგ თარგი საერთოდ გადასახედია, ჯაბა, მილიონჯერ ვთქვი, გასასწორებელია ტექნიკურად და გარდა ყველაფრისა, ზედმეტად განიერია. რაც შეეხება მაგ პრობლემას, აღმოიფხვრება, როდესაც შეივსება თუნდაც ველები წელი1 და კლუბი1 - კონკრეტულად ამ ორი ველის შევსების შემდეგ უკვე ზევით ჯდება. --Henry (მომწერეთ) 19:21, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი მადლობა, მე ნაკლებად ვერკვევი მაგ თარგში, ავტორს მივწერ და შეავსებს მაგ ველებს. --JABA 1977 19:42, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჰენრი! როგორ ხარ? შენთან ერთი კითხვა მაქვს: სტატიის დაწერა მინდა ერთ-ერთ ტელეშოუზე (The Voice) და სტატიაში რომელი ინფოდაფა გამოვიყენო?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:35, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სალამი, გიორგი. იგივე, რომელიც ინგლისურ სტატიაშია - თარგი:ინფოდაფა ტელევიზია. ყველა აუცილებელი ველი აქვს (სრულყოფილ-დამუშავებულია რამდენიმე თვის წინ ჩემ მიერ) --Henry (მომწერეთ) 14:39, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ერთსაც გკითხავ და აღარ შეგაწუხებ : ) სტატიას რა დავარქვა არ ვიცი ზუსტად და შეგიძლია მირჩიო?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:47, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
არ გინდა 'ხმა', იყოს ჯერ The Voice (სატელევიზიო სერიალი), თუ გადაწყდება სახელწოდების შეცვლა ოდესმე, შეცვლიან. --Henry (მომწერეთ) 14:54, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგი დიდი მადლობა--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:56, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი დავწერე სტატია, თუმცა სანამ დავდებ მინდა რაღაც პრობლემები შევასწორო. The Voice-ის სურათი საწყობში არ დევს, მე კი სურათის ატვირთვასა და ლიცენზიებში ვერ ვერკვევი. მეორე პრობლემა კი ის არის, რომ ერთ-ერთი დროშის თარგი მჭირდება და ის ქართულ ვიკიპედიაში არარის. აი მოკლედ ამას გადახედე და მიხვდები, რასაც ვგულისხმობ. წინასწარ დიდი მადლობა.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:19, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აგიტვირთე და ჩაგისვი, გიორგი. თარგი რომელი აკლია, უცებ ვერ ვნახე, იქნებ მიმითითო? --Henry (მომწერეთ) 14:38, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მგონი, გავაკეთე :) --Henry (მომწერეთ) 14:42, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი გაკეთდა. დიდი მადლობა. ერთსაც გკითხავ. ახლა ვაპირებ სხვადასხვა ქვეყნების The Voice-ზე და მათ სეზონებზე დავწერო სტატიები და მათ სათაურად რა დავარქვა?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 17:06, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, მეტი თავისუფლება! ნუ გეშინია ამ სათაურების. გააკეთე და თუ არ იქნება სწორი, გადავიტანთ. :) დაარქვი ის, რაც აქვს უცხოურ სტატიებს, იგივე - The Voice (ბრიტანეთი), The Voice (აშშ) და ა.შ. --Henry (მომწერეთ) 17:12, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ოღონდ ერთი რაღაც - ბელორუსის თარგიც არ არსებობს და, გარდა ყველაფრისა, ინგლისურ ვიკიშიც არაა, ცალკე შევქმნი. --Henry (მომწერეთ) 17:23, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ერთ ცხრილს ვერ და ვერ ვაკეთებ. აი ამ ცხრილს ვგულისხმობ, სადაც მწვრთნელების სურათებია. თუ არ შეწუხდები ჩაასწორე გთხოვ.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 13:49, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მგონი, თარგების პრობლემაა. n/a და yes-ის. ეგ თარგები გვაქვს, მაგრამ ვერ ვხვდები, ალბათ რაღაც პარამეტრები აკლია და ამიტომ აჩვენებს ამ დანგრეულ ცხრილს. --Henry (მომწერეთ) 15:51, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰერნი ინფოდაფებში კარგად ვინ ერკვევა? ეს ინფოდაფა მჭირდება, რომელიც აქ არ დევს.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 18:30, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც შემიძლია, დავხედე მის ორიგინალს და რთული არ არის ჩემთვის, ოღონდ ახლა ვერ ჩავუჯდები. თუ სურვილი გაქვს, დაიწყე სავარჯიშოში გარკვეულ საკითხზე წერა და მერე დაგეწევი (ხვალ გავაკეთებ ამ ინფოდაფას). --Henry (მომწერეთ) 18:34, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კარგი მე მაქამდე ტექსტზე ვიმუშავებ. გაიხარე, მადლობა! ვიღიმი--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 18:40, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა გიორგი - თარგი:ინფოდაფა ნიჭიერების რეალითი კონკურსი. ერთადერთი განსხვავება ორიგინალისგან იმაშია, რომ შემდეგი და წინა სხვანაირად აისახება - უბრალოდ ვერ ავამუშავე, როგორც საჭირო იყო და ასეთი სახითაც ივარგებს, იმედი მაქვს. --Henry (მომწერეთ) 06:14, 25 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ამისთვისაც დიდი მადლობა! გაიხარე.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:15, 25 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი გამარჯობა, სტატია შევქმენი რამსეს IV სადა Pages using duplicate arguments in template calls - ეს კატეგორია ჩააჯინა, მერე გადავხედე და სხვა სტატიებშიც შევნიშნე ეს კატეგორია. რა ხდება გარკვევაში ხომ ვერ დამეხმარები? --JABA 1977 16:39, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც ალანოგიური გამიკეთა ჩემს სავარჯიშოში, მაგრამ ვიფიქრე სქოლიოს ბრალიათქო.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 16:41, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაგ კატეგორიის კვალი ვერსად ვნახე. მეც ვეძებდი დღეს. ახლა ვნახე, რომ აჩენს მხოლოდ იმ სტატიებში, სადაც ნავდაფებია, მათში დალინკული ერთნაირი სტატიებით. მაგალითად, ორი ნავდაფა და ერთ-ერთში დალინკულია სტატია, რომლის მსგავსი მეორე ნავდაფაშიც არის დალინკული. --Henry (მომწერეთ) 16:49, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს Pages using duplicate arguments in template calls კიდევ ისეთი რამ არის, ადგილობრივად ვერ ითარგმნება, იქ უნდა ითარგმნოს, რაღაც საერთო საცავივით რომ არის, ტერმინებისთვის. --Henry (მომწერეთ) 16:53, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]