მიქაელ სირიელი
მიქაელ სირიელი (ცნობილი როგორც მიქაელ დიდი; სირ. ܡܪܝ ܡܝܟܐܝܠ ܪܒܐ; დ. 1126, მელიტენე — გ. 7 ნოემბერი, 1199, ბარ საუმას მონასტერი) — სირიელ იაკობიტთა მართლამადიდებელი ეკლესიის პატრიარქი 1166-1199 წლებში, სირიულ ენაზე დაწერილი შუასაუკუნეების ქრონიკების ავტორი.
დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. მამამისი ელია (ელისა) კინდასი იყო მღვდელი.
ჩვენს დრომდე მოღწეულია მისი რამდენიმე ნაშრომი, მაგრამ ისტორიოგრაფიაში ის ცნობილია როგორც „ქრონიკების“ ავტორი, რომელიც მოიცავს პერიოდს სამყაროს შექმნიდან XII საუკუნემდე. ქრონიკა მნიშვნელოვანია ასევე იმ თვალსაზრისითაც რომ ის მოიცავს ჩვენამდე არ მოღწეული ნაწარმოებების ფრაგმენტებს.
„ქრონიკა“ მოიცავს ფლავიუსის მოწმობას, ასევე ადასტურებს ფრანკ-კათოლიკების შემწყნარებლობას მონოფიზიტების მიმართ. ქრონიკებში არაა აღწერილი ქრისტიანებს შორის არცერთი რელიგიური დაპირისპირება.
ჩვენამდე მოღწეულია 1598 წელს სირიულ ენაზე გადაწერილი ასლი. ხელნაწერი ინახება ხალების (ალეპო) ეკლესიაში და მისი შესწავლა შეუძლებელია. ფრანგა მეცნიერმა ჟან ბატისტ შაბომ შექმნა ხელნაწერი ასლი და გადათარგმნა ფრანგულად. ასევე არსებობს 1246 წლის მოკლე ძველსომხური თარგმანი აღნიშნული ხელნაწერისა, რომელიც 1868 წელს ფრანგულ ენაზე გამოსცა ვიქტორ ნალგლუამ.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიქაელ სირიელის გადმოცემით „536 წელს მზე გამუქდა და ეს სიბნელე გაგრძელდა 18 თვე ისე რომ ნაყოფიც ვერ დამწიფდა“. აღნიშნული მონაცემები გამოყენებულ იქნა ნასა-ს მეცნიერების მიერ კლიმატური ცვლილებების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებული იყო ვულკანის ამოფრქვევასთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Michel le Syrien. Chronique / Chabot J.-B.. — Paris, 1899. — Т. I.
- Michel le Syrien. Chronique / Chabot J.-B.. — Paris, 1901. — Т. II.
- Michel le Syrien. Chronique / Chabot J.-B.. — Paris, 1905. — Т. III.
- Michel le Syrien. Chronique / Chabot J.-B.. — Paris, 1910. — Т. IV.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქაელ სირიელი. აღმოსავლური ლიტერატურა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2011.