მისკანტი
იერსახე
მისკანტი | |
---|---|
Laguna Miscanti | |
კოორდინატები: 23°44′00″ ს. გ. 67°47′00″ დ. გ. / 23.73333° ს. გ. 67.78333° დ. გ. | |
მდებარეობა | ჩილე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 4120 მ |
ფართობი | 13,4 კმ² |
აუზის ფართობი | 303 კმ² |
[1][2] | |
მისკანტის ტბა (ესპ. Laguna Miscanti) — მლაშე ტბა ჩრდილოეთ ჩილეს ალტიპლანოში, ანტოფაგასტის რეგიონში. გადმოჰყურებენ ვულკანები — მინიკესი და სერო-მისკანტი. გულის ფორმის ტბა მუქი ლურჯი ფერისაა. ტბის დასავლეთი სანაპირო ერთი კილომეტრი მანძილითაა გამოყოფილი სალარ-დე-ატაკამის მლაშობის აუზისგან. ასევე გააჩნია საერთო საზღვარი სალარ-დე-ტალარის მლაშობის აუზთან.
ვულკან მინიკესიდან ამოფრქვეული ლავის საშუალებით მისკანტის ტბა გამოყოფილია მინიკესის ტბისგან.
წარმოადგენს ლოს-ფლამენკოსის ეროვნული ნაკრძალის ერთ-ერთ სექტორს.
პანორამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Earth Info, earth-info.nga.mil webpage: [1]
- ↑ (ესპანური) Geoquímica de aguas en cuencas cerradas: I, II y III Regiones - Chile Laguna Miscanti
|