მიკროსპორანგიუმი
იერსახე
მიკროსპორანგიუმი — განსხვავებულსპოროვანი გვიმრებისა და თესლოვანი მცენარეების მრავალუჯრედიანი ორგანო, რომელშიც წარმოიქმნება მიკროსპორები. ზოგიერთ მცენარეს მიკროსპორანგიუმი უვითარდება მიკროსპოროფილების იღლიაში, წყლის გვიმრებს კი სპოროკარპიუმებში. შიშველთესლოვანებს მიკროსპორანგიუმი უვითარდებათ მიკროსპოროფილებზე თითო-თითოდ (ზოგიერთ გნეტუმს), ან, უფრო ხშირად, რამდენიმე ერთად (წიწვოვანები). ფარულთესლოვან მცენარეებში მიკროსპორანგიუმის ჰომოლოგი არის სამტვრე პარკი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 692.