გნეტუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გნეტუმი
Gnetum gnemon BotGardBln1105C.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Gnetum

გნეტუმი (Gnetum), გნეტუმისებრთა ოჯახის ერთადერთი, უძველესი გვარი. უმეტესად ლიანები, ზოგჯერ კი პატარა ხეები ან ბუჩქებია. გნეტუმის 40-მდე სახეობა გავრცელებულია ძირითადად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ ამირიკისა და დასავლეთ აფრიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ორსახლიანი მცენარეებია, რომელთა მიკრო და მეგასტრობილები რგოლებადაა შეკრებილი თავთავისებრ ყვავილებში. გნეტუმის მდედრობით გამეტოფიტს არქეგონიუმი არ აქვს და კვერცხუჯრედი გამეტოფიტის ზედა ნაწილის თავისუფალი ბირთვებისაგან ვითარდება. ზოგი სახეობის, მაგ., Gnetum gnemon-ის ნაყოფი, ნორჩი ფოთლრბი და სტრობილები იჭმება; Gnetum ula-საგან იღებენ საჭმელ ზეთს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 193, თბ., 1978