მთხრელი კრაზანები
იერსახე
მთხრელი კრაზანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Ammophila sabulosa | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Sphecidae | ||||||||||||
|
მთხრელი კრაზანები (ლათ. Sphecidae) — ნესტარიანი მწერების ოჯახი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. დედალი მიწაში, იშვიათად ხის ქერქსა ან მერქანში აკეთებს უჯრებიან სოროს, ან თიხისაგან აშენებს ბუდეს. თითოეულ უჯრაში დებს კვერცხს, ამარაგებს მომავალ მატლს საკვებით და ბეჭდავს უჯრას. მთხრელი კრაზანების მატლები იკვებებიან მწერებით, იშვიათად ობობასნაირებით, ზრდასრული მთხრელი კრაზანები კი — ნექტრითა და ყვავილის მტვრით. მთხრელი კრაზანების მნიშვნელობა მეტად მცირეა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 675.