მთვარის ორბიტა
მთვარის ორბიტა — ტრაექტორია, რომლის გასწვრივ მთვარე ბრუნავს დედამიწის მასის საერთო ცენტრის გარშემო, რომელიც მდებარეობს დედამიწის ცენტრიდან დაახლოებით 4700 კმ-ში.[1] ყოველ ერთ სრულ ბრუნს 27.32 დედამიწის დღე-ღამე სჭირდება და მას სიდერულ თვეს უწოდებენ. სინქრონული მოძრაობის გამო, მთვარე ყოველთვის ცალ მხარეს უყურებს დედამიწას. საშუალოდ, მთვარე დაშორებულია დედამიწის ცენტრიდან 60 დედამიწის რადიუსით, რაც 384400 კმ-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ორბიტალური საშუალო სიჩქარეა 1.023 კმ/წმ, მთვარე ვარსკვლავებთან მიმართებაში ყოველ საათში ცაზე გადაადგილდება 0.5°-ით, რაც დაახლოებით ემთხვევა მის ხილვად დიამეტრს. მზის სისტემის პლანეტების უმეტესი თანამგზავრებისგან განსხვავებით, მთვარის ორბიტა პრაქტიკულად ეკლიპტიკური სიბრტყეში დევს (დახრილია 5.14°), და არა დედამიწის ეკვატორის სიბრტყეში. მთვარის ორბიტის სიგრძე დედამიწის ათვლის სისტემაში არის დაახლოებით 2.4 მილიონი კმ.
ინსტრუმენტ SWAN-ის[2] მონაცემების ანალიზმა SOHO კოსმოსურ ხომალდზე აჩვენა, რომ დედამიწის ეგზოსფეროს ყველაზე გარე ნაწილი (გეოკორონა) ვრცელდება დაახლოებით 100 დედამიწის რადიუსზე ან დაახლოებით 640 ათასი კმ-ზე, ანუ ბევრად უფრო შორს ვიდრე მთვარის ორბიტაა.[3]
ორბიტის პარამეტრი | მნიშვნელობა |
---|---|
დიდი ნახევარღერძი | 384748 კმ[4] |
დედამიწისა და მთვარის ცენტრებს შორის საშუალო მანძილი | 385000 კმ[5] |
მანძილი პერიგეაში | ~362600 კმ (356400-370400 კმ) |
მანძილი აპოგეაში | ~405400 კმ (404000-406700 კმ) |
საშუალო ექსცენტრისიტეტი | 9006 0.054 (0.026-0.077)[6] |
ორბიტის ეკლიპტიკის მიმართ საშუალო დახრილობა | 5.14° (4.99-5.30)[6] |
ბრუნვის ღერძის საშუალო დახრილობა | 6.58° |
მთვარის ეკვატორის საშუალო დახრილობა ეკლიპტიკასთან მიმართებაში | 1.543° |
მთვარის პრეცესიის პერიოდი | 18.5996 წელი |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gerald North, Observing the Moon: The Modern Astronomer's Guide, Cambridge University Press, 2000. — P. 3, 381 p, ISBN 9780521622745.
- ↑ SWAN Far Side Imaging დაარქივებული 2021-12-06 საიტზე Wayback Machine. // NASA (ინგლისური)
- ↑ Baliukin I. I. et al. [SWAN/SOHO Lyman‐α Mapping: The Hydrogen Geocorona Extends Well Beyond the Moon], 15 February 2019
- ↑ M. Chapront-Touzé, J. Chapront, The lunar ephemeris ELP-2000(ინგლისური) // Astronomy and Astrophysics, 1983, ტ. 124, გვ. 54, Bibcode: 1983A&A...124...50C.
- ↑ M. Chapront-Touzé, J. Chapront, ELP2000-85: a semi-analytical lunar ephemeris adequate for historical times(ინგლისური) // Astronomy and Astrophysics, 1988, ტ. 190, გვ. 351, Bibcode: 1988A&A...190..342C.
- ↑ 6.0 6.1 Jean Meeus, Mathematical astronomy morsels (Richmond, VA: Willmann-Bell, 1997) 11-12.