მერქნიჭამიასებრნი
იერსახე
მერქნიჭამიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cossus cossus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cossidae | ||||||||||||
|
მერქნიჭამიასებრნი (ლათ. Cossidae) — ღამის პეპლების ოჯახი. აერთიანებს 600-მდე სახეობას. გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე, ყოფილ სსრკ-ში ყველაზე მეტად შუა აზიაში გვხვდება. მერქნიჭამიასებრთა მატლები მერქანში ღრღნიან გრძელ სავალებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვთ. იშვიათად ბინადრობენ ბალახოვანი მცენარეების ფესვებში, ბოლქვებსა და ღეროებში. მერქნიანთა ძირითადი მავნებლებია მაჟაურა (Zeuzera pyrina), რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს იფნისა და ვაშლის ხეს, და სუნიანი მერქნიჭამია (Cossus cossus), რომელიც აზიანებს ხეხილისა და ტყის ჯიშებს (დაზიანებულ ხეს ძმრის სუნი ასდის). ორივე სახეობა გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 595.