მაჟაურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაჟაურა
Zeuzera pyrina
Zeuzera pyrina
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  მერქნიჭამიასებრნი
სახეობა:  მაჟაურა
ლათინური სახელი
Zauzera pyrina

მაჟაურა (ლათ. Zeuzera pyrina), პეპელა მერქნიჭამიასებრთა ოჯახისა. აზიანებს ფოთლოვან მცენარეებს, განსაკუთრებით ვაშლს, იფანს, მსხალს, კომშს. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება ევროპის ნაწილის სამხრეთით და შორეულ აღმოსავლეთში. პეპელას სიგრძე 5-7 სმ აღწევს, თეთრი ფრთები და მუქი ლურჯი ლაქები აქვს. დებს 600-1000 კვერცხს. ახალგამოჩეკილი მატლი იჭრება ყლორტებში, აკეთებს სავალს და იზამთრებს. გაზაფხულზე გადადის მსხვილ ტოტებსა და ღეროში და ახლა იქ გამოიზამთრებს. მე-3 წლის გაზაფხულზე ამზადებს გამოსასვლელ ხვრელს და ჭუპრდება. მაჟაურას ერთი თაობა ორწლიანია. მაჟაურას მიერ დაზიანებული ხეები სუსტდება და ხმება.

ბრძოლის ღონისძიებანი: დაზიანებული ტოტების გასხვლა,ფოსფორ-ორგანული პრეპარატების შესხურება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოდერძიშვილი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 425, თბ., 1983