მემედ ხვიბლიანის დარბაზ-მაჩუბი
მემედ ხვიბლიანის დარბაზ-მაჩუბი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში. მემედ ხვიბლიანის დარბაზ-მაჩუბი სოფელი იელის ნესგაუბანის ჩრდილო-დასავლეთ კიდეში მდებარეობს შედარებით ხალვათად განაშენიანებულ ნაწილში. მისი ჩრდილოეთ ფასადი ქუჩისკენ არის მოქცეული, ხოლო სამხრეთი ეზოსკენ.
დარბაზ-მაჩუბი ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღბზე და დღესდღეობით თუნუქის ფურცლებით არის გადახურული, საფასადე ნალესობა კი მთლიანად ჩამორეცხილია. ის საკამოდ გადაკეთებულია, აღმოსავლეთიდან გვიან აშენებული საცხოვებელი სახლი აქვს მიდგმული და სამხრეთი ფასადის ნაწილი, აღმოსავლეთ მონაკვეთიც ბლოკით არის ამოყვანილი. დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები შედარებით პირველადი სახით შემორჩა. ჩრდილოეთის ფასადზე შეინიშნება კარი, რომლიდანაც დარბაზის ინტერიერში შევდივართ, ხოლო მაჩუბში დასავლეთი ფასადის სამხრეთ მონაკვეთში გვიან გაჭრილი კარით. სამხრეთ ფასადზეც შეინიშნება გვიან გაჭრილი ოთხკუთხა სარკმლები.
ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა. მემედ ხვიბლიანის დარბაზ-მაჩუბი გამოირჩევა თავშეკავებული პროპროციებით და სადად დამუშვებული ფასადებით. მართალია ნაგებობა შედარებით გადაკეთებულია და აღმოსავლეთი მონკავეთის საცხოვრებელი სახლით წაგრძელებულია, მაგრამ ქუჩის ავთენტურ განლაგებას ამგვარი მინაშენი არ არღვევს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 36131